
“მიენდე უფალს, გამხნევდი და გაიმაგრე გული! მიენდე უფალს!“ (ფსალმ. 26:14)
რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთად ვარჩევდით 26-ე ფსალმუნს. გავიხსენოთ, რა მშვენიერ დაპირებებს გვაძლევს ბიბლია:
- ნუ გეშინია (მუხლი 1)
- ღმერთი გიცავს და გიფარავს (მუხლი 2)
- შენ მარტო არ ხარ (მუხლი 3)
- შენ მისი სახლი ხარ! (მუხლი 4)
- ღმერთი შენი კლდეა (მუხლი 5)
- შენს სიმაღლეს შენი დამოკიდებულება განსაზღვრავს (მუხლი 6)
- ღმერთს შენი ხმა ესმის (მუხლი 7)
- ღმერთი ყურადღებით გიმზერს (მუხლები 8-9)
- ღმერთი არასდროს მიგატოვებს (მუხლი 10)
- ღმერთი სავალ გზას გაჩვენებს (მუხლი 11)
- შენი მხსნელი აღიმართება! (მუხლი 12)
- შენ ღვთის სიკეთეს იხილავ (მუხლი 13)
განა საოცარი არ არის ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაამზადა? ფსალმუნის დასასრულს დავითი გვეუბნება, რომ იმედით უნდა ველოდოთ უფალს.
გამხნევდი! გამაგრდი! დარჩი უფალთან! გულს ნუ გაიტეხ! გზას ნუ გადაუხვევ!
დიახ, იმედით ელოდე უფალს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს