6.17

მთავარი | დაინახე სასწაული | მიიღე ის, რასაც უფალი დაგპირდა!

მიიღე ის, რასაც უფალი დაგპირდა!

„და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მოდიხართ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად, უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, რომ მოგცათ?“ (იესო. 18:3).

ჩემო მეგობარო, დროა ადგე, წახვიდე, და მიიღო ის, რასაც უფალი დაგპირდა.

ზეცის სიუხვე ყველასთვისაა, მათ შორის შენთვისაც. როგორც ღვთის შვილმა, დიდებული მემკვიდრეობა მიიღე. დღესვე შეგიძლია იმის მიღება, რასაც ღმერთი დაგპირდა, რადგან ის თავის სიტყვას მუდამ ასრულებს. 

შეიძლება შენი მატერიალური მზერა ვერ ხედავდეს იმას, რაც ღმერთმა განგიმზადა. მაგრამ ეს როდია მთავარი.

იმას, რასაც უფალი დაგპირდა, ლოცვით დაიმკვიდრებ. ადექი, წადი, და სრულად მიენდე მას, ვინც სიცოცხლისთვის მოგიხმო.

სწორედ ახლა ღმერთი თავისი დიდებით გავსებს, თავის ძალას გიზიარებს, რათა დღეიდან შეძლო იმის დამკვიდრება, რაც დაპირებისამებრ გეკუთვნის!

ერთად ვილოცოთ: „მამაო, ძალაც შენგან მაქვს, სიცოცხლეც და ნუგეშიც. მოვდივარ, რათა ის დავიმკვიდრო, რაც შენ განმიმზადე. და ვერაფერი შემაჩერებს, რადგან შენ ჩემთან ხარ. იესოს სახელით, ამინ“. 

დამოწმება: 14 კვირის წინ რთული ოპერაცია გადავიტანე. თქვენი ყოველი გზავნილი ჩემს გულს ხვდება. ღმერთმა მართლაც მაკურთხა. რომ არა ეს სასწაული, ჩემი დღეები დათვლილი იქნებოდა. მაგრამ ასე გამოდის, რომ ღმერთს ჩემს მიმართ სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს. გმადლობ, უფალო“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.