
იესო გვეუბნება: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“ (იოანე 14:27).
იესოა შენი მშვიდობა. ჩემს მსგავსად შენც შენი ფიქრებით, მოქმედებებით, სიტყვებით ოდესღაც ღმერთს მტრობდი. მაგრამ იესო მოვიდა, რათა მამასთან შეერიგებინე.
ღმერთთან შერიგება საოცარი გამოცდილებაა. ეს ხსნაა! შენ ცოდვები მოგეტევა. შენ თავისუფალი ხარ და მშვიდობა დაიმკვიდრე. რა შვებაა!
როდესაც ქრისტე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, გასაოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. მომიტევეს და გამათავისუფლეს. შფოთი აღარ მტანჯავდა. დიდება ღმერთს!
ღვთის მშვიდობა ერთ დღეში არ მიიღწევა. უფალი მას დღესაც გაძლევს! დათმეთ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ თქვენში მისი მშვიდობა დამკვიდრდეს. ბიბლია გვეუბნება:
„არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს. და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპ. 4:6-7).
მიიღე მისი მშვიდობა… ეს სასწაულია, რომელსაც დღეს ღმერთს შენთვის ვთხოვ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს