2.16

მთავარი | დაინახე სასწაული | მისია ოქრო და მისია ვერცხლი!

მისია ოქრო და მისია ვერცხლი!

“ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი – ამბობს ცაბაოთ უფალი”  (ანგია 2:8).

სადღესასწაულო მილოცვებში ხშირად ვუსურვებთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჯანმრთელობას, სიხარულს, მშვიდობას, კეთილდღეობას და ა. შ.  კეთილდღეობა, მათ შორის ფინანსური, ძალზე მნიშვნელოვანი თემაა ბიბლიაში. იცოდი, რომ ფული 2000-ჯერ არის ნახსენები ღვთის სიტყვაში? იესო ძალიან ხშირად საუბრობდა ფულსა და სიმდიდრეზე. სახარებაში ფულის მოხსენიების სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, „დაინახე სასწაული“ იესოს რომ დაეწერა, ამ სიტყვას ყოველ მესამე წერილში ახსენებდა. ამიტომ ამ საკითხზე საუბარს დროდადრო მეც ვისურვებდი, რადგან მინდა, ამ ღვთიური პრინციპების გაგების კურთხევა გქონდეთ!

აი ერთი საკვანძო პასაჟი ფულის შესახებ:

“არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც! ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას“ (ლუკა 16:13-14).

პრობლემა თავისთავად ფული კი არ არის, არამედ ფულის სიყვარული, ფულზე მიჯაჭვულობა.  სწორედ ამიტომ დასცინოდნენ იესოს ფარისევლები. მათ ფული უყვარდათ. და თუკი ღმერთი მოგვიწოდებს არ გვიყვარდეს ფული, ამას ჩვენს სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ! მას ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს! 

“ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“  (1 ტიმ. 6:10).

ბიბლია კიდებ გვასწავლის:

“ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“  (ებრ. 13:5).

ღმერთი დაგპირდა, რომ არასდროს მიგატოვებს. მას აქვს ძალა და სურვილი მოგცეს ყველაფერი, რაც გჭირდება. ყველაფერი მისია, ოქროც და ვერცხლიც. ვლოცულობ იმისთვის, რომ მისი კურთხევა მიიღო. დაე, მოახდინოს ღმერთმა შენს ცხოვრებაში სასწაულები, მათ შორის ფინანსური სასწაულებიც, რომლებიც შენ გჭირდება!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.