
მიყვარს Hillsong Worship-ის ეს მშვენიერი სიმღერა “What a Beautiful Name” („რა მშვენიერი სახელია“). ეს სიმღერა გვახსენებს, ვინ არის უფალი იესო მისი მიმდევრებისთვის.
მოდი, დღეს იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოიხსენიება ღმერთი ბიბლიაში.
- იგი არის ელ-შადაი – ღმერთი ყოვლადძლიერი (დაბ 17:1). ამ სახელით ის ცხადდება როგორც მიწისა და ცის მპყრობელი.
- იგი არის იაჰვე რაფა უფალი, რომელიც კურნავს, “უფალი, შენი მკურნალი“ (გამ. 15:25-26).
ღვთაებრივი განკურნება მოიცავს როგორც სხეულს, ასევე სულსაც.
- იგი არის იაჰვე ნისი, „უფალი ბაირაღი ჩემი“ (გამ. 17:8-15)
იგი ღირსების, ძალის, ძლევისა და გამარჯვების უფალია.
- იგი არის იაჰვე როჰი, „უფალი ჩემი მწყემსი“ (ფსალმ. 22:1).
იგი ყველა თავისი ცხვრის მწყემსია, ყველა თავის ცხვარს სახელით იცნობს და ყოველ მათგანზე განსაკუთრებულად ზრუნავს.
- იგი არის იაჰვე შამა, „უფალია იქ“ (ეზეკ. 48:35).
ღმერთი ყველგან მყოფობს. ის ყოველთვის და ყველგანაა. მის მყოფობას ვერავინ გასცდება. გაქცევაც რომ ვცადოთ, ის მაინც ჩვენთანაა.
- იგი არის იაჰვე ოსენუ, „ჩვენი შემქმნელი უფალი“ (ფსალმ. 94:6).
იგი მთელი ქმნილების საწყისია. მან მთელი სამყარო შექმნა და ყველაფერს თავისი სიცოცხლის სული შთაბერა.
- იგი არის ელ-ხაიმ, ცოცხალი ღმერთი (იესო. 3:10).
ღმერთი დაუსაბამო და მარადიულია. და ის მოქმედებს ყველა ვითარებასა და ყოველი ადამიანის ცხოვრებაში. იგი უბრალოდ ცნება კი არ არის, არამედ ცოცხალი ღმერთია.
- იგი არის ემანუელი, ჩვენთან მყოფი ღმერთი (მათ. 1:23).
იგი ღმერთია, რომელიც იესო ქრისტეში განკაცდა. ის ჩვენგან შორს როდია. ის არის ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთანაა. მან ხომ ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა.
- იგი არის იეშუა, იესო, ჩვენი მხსნელი უფალი (მათ. 1:21).
ეს ღვთის ბიბლიური გამოცხადების ბოლო სახელია. ეს ჩვენი მხსნელი უფლის სახელია. ქრისტეს მოვლინება კაცობრიობის ხსნის განგებულების დაგვირგვინებაა.
იესოს დანაპირებს გაგახსენებ: „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში“ (იოან. 14:13).
დღესვე ითხოვე მისი სახელით ყველაფერი, რაც კი გჭირდება!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს