6.27

მთავარი | დაინახე სასწაული | მისი სიტყვა სიცოცხლის წყაროა

მისი სიტყვა სიცოცხლის წყაროა

„ისმინე, შვილო ჩემო, და მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები“  (იგავ. 4:10).

ღვთის სიტყვა ჯანსაღი, მშვიდობიანი და სიხარულით აღსავსე ცხოვრების წყაროა. მისი სიტყვა მდინარეა, რომელიც არასდროს დაშრება; მისი სიტყვა სულიერი საზრდოა, შენი სულის საკვებია. ის მარგებელი, ტკბილი და ნოყიერია. 

ღვთის სიტყვა საგანძურია, შენი სულის მძლავრი იარაღია, რომელსაც საჭიროების ჟამს გამოიყენებ.

 მუდამ გახსოვდეს:

  • ღმერთს შენ უყვარხარ
  • ღმერთი შენ განუგეშებს
  • ღმერთი შენი ერთგულია
  • ღმერთმა სამომავლო მიზანი განგიმზადა
  • ღმერთი შენს სულს განამტკიცებს და გააძლიერებს

ჩემო მეგობარო! ყოველდღე იკითხე ღვთის სიტყვა და წაკითხულს დაუფიქრდი. ის ხომ მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების წყაროა.  ის შენი საგანძურია, რომელიც შენმა გამჩენმა გიბოძა.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.