7.12

მთავარი | დაინახე სასწაული | მისი სიყვარული არასდროს განელდება!

მისი სიყვარული არასდროს განელდება!

წარმოიდგინე მამა და მისი შვილი, პატარა, ენერგიით სავსე ბიჭუნა ან გოგონა. ხმაურით და ჟრიამულით ის სახლში დარბის და უცებ… მაგიდიდან იატაკზე ლარნაკი ვარდება და ათას ნამსხვრევად იქცევა.

როგორ ფიქრობ, ასეთ წუთებში მამებს შვილები ნაკლებად უყვართ? 

რა თქმა უნდა, არა!

როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მამა ამ დროს ბრაზობს. მაგრამ შვილი ისევე უყვარს, როგორც ამ ბედკრული ლარნაკის დამსხვრევამდე. 

თუკი ვინმე მისი შვილის წართმევას შეეცდება, ის იბრძოლებს. ხომ ასეა? 

მაშ, რაღა უნდა ითქვას ჩვენს ზეციერ მამაზე?! რაც არ უნდა ჩავიდინოთ, როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენდამი მის სიყვარულს ვერაფერი გაანელებს. 

ჩვენს ზეციერ მამას სრულყოფილი სიყვარულით ვუყვარვართ. 

სწორედ ამ სრულყოფილი სიყვარულის გამო მოავლინა მან თავისი უძვირფასესი მხოლოდშობილი ძე, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის, მოკვდა და დაეფლა. 

ღმერთმა ყველა ჩვენი შეცოდების შესახებ იცოდა, როცა იესო მოავლინა. მან ჩვენზე ყველაფერი იცოდა და უყოყმანოდ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. რადგან ღმერთი არასდროს ყოყმანობს. 

ღმერთს ისე ვუყვარვართ, რომ თავად გაიღო მსხვერპლი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენგან კი სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.

 გწამდეს, რომ ზეციერ მამას უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით უყვარხარ. ის იბრძვის შენთვის, ის იბრძვის იმისთვის, რომ შენ მასთან დარჩე.   
ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს მის სიყვარულს (იხ. რომ. 8:38-39).

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.