
გახსოვს პირველი სიყვარულის ცეცხლი? ეს ალი ყველაფერს ათბობდა, შენს გზას იმედის შუქს ჰფენდა; ეს დაოუკებელი ძალა ყველაზე უგუნური მსხვერპლის გაღებისკენ გიბიძგებდა.
სიყვარული ერთ-ერთი უძლიერესი მოტივატორია, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. სიყვარულისთვის მთებს დავლაშქრავთ, კილომეტრებს გავირბენთ, ღამეებს გავათენებთ… თუმცა თქვენც ისეთივე ადამიაბი ხართ, როგორც მე და ჩვენი სიყვარული ცვალებადია.
ღვთის სიყვარული სხვაგვარია. ის სრულყოფილი, უცვლელი, უპირობო, უსაზღვრო და მარადიულია. მისი სიყვარული გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ემოცია: ის საყრდენია, ძალა და ძლიერებაა, რომელიც შენთანაა, რომელიც გაძლიერებს და აგამაღლებს.
- ვერაფერი შეძლებს შენს ჩამოშორებას მისი სიყვარულისგან (რომ. 8:39).
- პირველად მან შეგიყვარა (1 იოანე 4:19).
- მან ცოდვები მოგიტევა (1 იოანე 4:10).
- მისი სიყვარული მარადიულია (იერემია 31:3)
- მან სიყვარულით შენთვის თავი გასწირა (იოანე 15:13).
- მისი სიყვარული შენს შიშებს სდევნის (1 იოანე 4:18).
- ღმერთი სიყვარულია (1იოანე 4:16).
ღმერთი ყოველდღე გეუბნება: „შენ მე მიყვარხარ“. ყოველ გაზაფხულს ყვავილებს გჩუქნის, ყოველ საღამოს კი – უმშვენიერეს დაისს. ის შენზე ზრუნავს და ყოველთვის, როცა გჭირდება, შენს დასახმარებლად მოდის. ამ ვალენტინობის დღესაც ეს სიყვარული შენს გარშემოა, გარემოგიცავს და შეგეწევა.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს