
„მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი“ (დან. 6:3).
წარმოება, ეკონომიკური ეფექტურობა, დროის მართვა, მეურნეობის გაძღოლა… ძალიან ბევრი საზრუნავია, ძალიან დიდი წნეხია. ხშირად ვხვდებით სტრესულ სიტუაციაში და ღმერთმა ეს იცის.
აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თუკი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომლის მართვა არ შეგიძლია, უბრალოდ სადავე ღმერთს გადაეცი. ღვთის სული ყველაფრის დაძლევაში დაგეხმარებათ, რადგან იგი ამა სოფლის სულზე ძლიერია.
მას მიმართე. და არა მხოლოდ უკიდურესი გასაჭირის ჟამს.
შენ მას ეკუთვნი. შენ მას უყვარხარ. როცა დახმარებას სთხოვ, კიდვ უფრო უახლოვდები.
ის შენი მამაა და მას შენი დახმარება სურს. უმშვენიერესი იდეები მხოლოდ ერთი წყაროდან მოედინება – მამის გულიდან, ღვთის სულიდან, რომელმაც ცა და მიწა შექმნა.
მისი სიბრძნე შენს განკარგულებაშია. მას ჰკითხე, რჩევა სთხოვე. ის აუცილებლად გიპასუბს. ღმერთს შენი წარმატება სურს, რადგან შენ მას უყვარხარ!
ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, შენს სიბრძნეს გთხოვ, შენს აზრებს, შენს შემოქმედებას, შენს წმიდა სულს. მწამს, რომ მივიღებ იმას, რასაც გთხოვ. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს