
იესო გვეუბნება: „მე ვარ ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.“ (იხ. გამოცხ. 22:16)
ოდითგან მეზღვაურები ღია ზღვაში გზას ვარსკვლავების მეშვეობით იკვლევდნენ. ვარსკვლავი ნათელია, რომელიც ბნელში ანათებს, გზამვლევია, რომელიც მოგზაურს სწორ გეზს აჩვენებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანათობელი ე. წ. „მწუხრის ვარსკვლავია“ (პლანეტა ვენერა. ზოგ ქვეყანაში მას „მწყემსთა ვარსკვლავს“ უწოდბენ). ის ცაზე შებინდებისას, ყველა მანათობელზე ადრე ჩნდება, გათენებისას ყველაზე გვიან ქრება და გზას აჩვენებს მწყემსებს, რომელთაც თავისი ცხვრები მიჰყავთ.
თუკი გარშემო სიბნელეა, არ იცი, სად ხარ და სად მიემართები, თუ ცხოვრებისეულ პრობლემებში გზას ვერ იკვალავ, იესოს შეხედე. იგი ვარსკვლავია, რომელიც ბნელში ანათებს. მისი მყოფობა გზის გაკვლვლევაში დაგეხმარება!
იოანე მახარებელი გვეუბნება იესოს შესახებ: „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოან. 1:5).
იესო დიდებული ნათელია. იესო მომავალი დღის იმედის განხორციელებაა.
„დაინახე სასწაულის“ მკითხველებსაც ჰქონიათ ასეთი გამოცდილება: მათ მიუპყრიათ თვალი იესოსთვის – ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავისთვს, და დაკარგული მხნეობა დაუბრუნებიათ.
„თქვენი წერილები ყოველდღე განმამტკიცებს სულიერად, განმამტკიცბს რწმენაში და ღვთის სიახლოვეს მაგრძნობინებს. და ეს გაღვიძებისთანავე ხდება, რადგან თქვენს გზავნილებს ტელეფონის მეშვეობით ვკითხულობ“ .
- „დაინახე სასწაულის“ გზავნილების წყალობით გავაცნობიერე, რომ ჩემი ჭეშმარიტი მწყემსი იესოა“.
მარგარიტა, ახალი კალედონია.
- „ყოველდღე ვკითხულობ თქვენს გზავნილებს. ასევე ვკითხულობ ბიბლიას, ვუსმენ ქადაგებებს. ზოგჯერ ამას საუზმობისას ვაკეთებ. ვცდილობ ისეთი ვიყო და ისე ვიცხოვრო, რისთვისაც თქვენ მომიწოდებთ. სასოწარკვეთილების სული გაქრა და ჩემი ცხოვრება შეიცვალა“.
- „ვიღვიძებ და გაფაციცებით ვხსნი ფოსტას, ვჩქარობ შევიტყო, რას მეტყვის დღეს ღმერთი. გზავნილი მუდამ ზუსტი, ლაკონური და ამომწურავია. მადლობა უფალს „დაინახე სასწაულის“ გზავნილებისთვის. აქ ჩემი გულის ნამდვილი სავანეა“.
უფლის ნათლის სავსე და კურთხეული იყოს შენი დღე!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს