
ღვთის თვალში წვრილმანებს მნიშვნელობა აქვს. ის, რასაც ახლა აკეთებ, შეიძლება უმნიშვნელო და ამაო გეჩვენოს. მაგრამ შენი მოქმედება, დამოკიდებულება და რწმენა შენი მომავლის საფუძველია!
იესომ თქვა, რომ მცირედში ერთგულს მრავალზე ხელმწიფებას მისცემს. აი რამდენიმე მუხლი ბიბლიიდან:
- “‘მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია…” (ლუკა 16:10).
- “უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში” (მათე 25:21).
- “..კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება“ (ლუკა 19:17).
- “მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი… ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:34 და 40).
ღმერთს ნამდვილად სურს, მეტი რამ მოგანდოს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს