
ამ დილით მოგიწოდებ დაეწაფო ყველაზე ანკარა და ყველაზე წყალუხვ წყაროს… უფალს.
„მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე“ (ფსალმ. 15:11)
ღმერთი ჭეშმარიტი სიხარულის წყაროა. ეს ისეთი ძლიერი სიხარულია, რომელსაც შენი სულის აღვსება შეუძლია. ეს ისეთი სიხარულია, რომელიც ყველაზე მწარე ცრემლსაც შეგაშრობს, აგაცეკვებს, და შენს სახეს ღიმილი არასდროს მოსცილდება.
ღმერთი ჭეშმარიტი მშვიდობის წყაროა. ისეთი მშვიდობისა, რომელიც ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება, რომელსაც ვერსაიდან და ვერავისგან მიიღებ, გარდა ღმერთისა. ეს ზეციური და სრულყოფილი მშვიდობაა.
ღმერთი სიცოცხლის წყაროა. შენი არსებობაც ხომ მისგანაა. შენში მისი სიცოცხლის სულია. შენ მუდამ მისი მყოფობით ხარ გარემოცული.
შენი სიცოცხლის უშრეტი წყარო ღმერთია. მას შენი დაწყურება სურს!
გინდა შეიგრძნო მისი სიხარული, მისი მშვიდობა, მისი სიცოცხლის სიუხვე? მაშინ ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, შენი მყოფობა გარემომიცავს, სწორედ ახლა შენს მშვიდობაში შევდივარ, შენი სიცოცხლის სიუხვეს შევიგრძნობ. შენი სიყვარულის ანკარა და წყალუხვ წყაროს დავეწაფე და ჩემი სულიც დაწყურდა და განახლდა. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს