6.10

მთავარი | დაინახე სასწაული | მოუსმინე, გაამხნევე, შეიყვარე

მოუსმინე, გაამხნევე, შეიყვარე

„უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად“ (ეს. 50:4).

ღმერთმა შენს ბაგეში თავისი სიტყვა ჩადო, რათა ეს სიტყვა საჭირო დროს მიაწოდო მას, ვისი სული დარდმა და სევდამ მოიცვა. იმისთვის, რომ ამ ძვირფასი, გამამხნევებელი და ძალის მომცემი სიტყვის გაზიარება შეძლო, ჯერ თავად უნდა მოისმინო… უფლის ხმა. 

მამის ხმის ამოცნობას სულიწმიდა გასწავლის, რათა მისი ხმის ათას ხმაში გამორჩევა შეძლო, მოუსმინო, მერე კი სხვას გაუზიარო. 

ამიტომ, როცა თენდება და შენ ღვთის მყოფობასა და მშვიდობაში ხარ, მამას უზიარებ შენს განცდებს და იმედებს (შესაძლოა, დარდსაც), შეჩერდი და ყური დაუგდე. შენ მამის ხმას, მისი გულის ძგერას გაიგონებ. ის გეტყვის, რომ უყვარხარ და ყველა შენს განცდას და საზრუნავს გაიზიარებს. და აუცილებლად გესაუბრება მათზე, ვინც შენ გარშემოა.

  • ის შენს გულში მათთვის გასაზიარებელ სიყვარულს ჩაღვრის.
  • ის შენს გულს თანაგრძნობით აავსებს.
  • ის მათ ისეთებად გაჩვენებს, როგორებიც მის თვალში არიან!

ჩემო მეგობარო, ღმერთმა გამხნევებისა და ნუგეშის სიტყვა გასწავლა. მას სურს, რომ შენ განკურნო, აღადგინო, გაამხნევო მოყვასი, რომ მას სიცოცხლის მშვენიერება დაანახო.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.