
„თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან“ (2 თეს. 3:16).
ღმერთი მხოლოდ ის კი არ არის, ვინც გამოუთქმელ მშვიდობას განიჭებს. ღმერთი თავად არის მშვიდობა!
ბიბლია გვასწავლის, რომ ის მშვიდობის უფალია. ღვთის მშვიდობას ვერაფერი დაჩრდილავს.
- ცილისმწამებლებით გარემოცულიც შენ მის მშვიდობას პოვებ.
- უსამართლობის და უგულებელყოფის პირისპირ შენ მის მშვიდობას შეიგრძნობ.
- სნეულებასთან ბრძოლაში შენ მშვიდობას შეიცნობ.
- შენ და შენს ოჯახს საფრთხეც რომ ემუქრებოდეს, შენ მშვიდობას იგრძნობ.
შენ აცხადებ, რომ შენი სიცოცხლე მშვიდობის უფალს ეკუთვნის. ამიტომ მისი ღვთიური ბუნება შენს არსებაშიც ვლინდება, ამიტომ შენი გული მშვიდობითაა სავსე, სული კი -სიხარულით.
თქვი ჩემთან ერთად: „მამაო, შენ ჩემი მშვიდობა ხარ. სწორედ ახლა ვიღებ შენს გამოუთქმელ მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატება. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს