
ღმერთმა შენი არსებობა ისურვა და სიყვარულით შეგქმნა. რატომ? რა თქმა უნდა, შენ მას იმისთვის არ შეუქმნიხარ, რომ სტრესით და შფოთით აღსავსე ცხოვრებით იცხოვრო! მიუხედავად ამისა, ყოველდღე პრობლემების პირისპირ დგები… უსიამოვნებები სახლში, სამსახურში, ფულის ნაკლებობ და კიდევ ბევრი რამ, რაც სიმშვიდეს გართმევს.
მაშ როგორ უნდა განაგო მშვიდობა, რომელიც ღმერთმა დაგიმკვიდრა? როგორ უნდა დატკბე მშვიდობით, რომელსაც ღმერთი გაძლევს?
მიენდე მას და ასეც იქნება. მის მკლავებს მიენდე. ირწმუნე, რომ…
- მისი სიტყვა ჭეშმარიტია
- მას პირადად შენ უყვარხარ
- ის შენზე ზრუნავს!
სად არის შენს ცხოვრებაში ისეთი ადგილი, რომელშიც ჯერ კიდევ ღმერთს არ უშვებ? უფალი მზრუნველია. უფალი სრულყოფილი სიყვარულია. იგი ძალით კარს არ გააღებს. მაგრამ თუ მოიხმობ, ის შემოვა და შენს გულში დამკვიდრდება; მისი სიყვარული და მისი მშვიდობა შენში ყოველდღე შემოდინდება. მოდი, ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, შენ იცი, დღეს როგორც ვარ. მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გსურს, ყოველდღე მივიღო ჩემი სამკვიდრო მშვიდობა. მეც მინდა. მე შენ მოგიხმობ… მე შენ გენდობი. შენი სახელით, ამინ”.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს