
ალბათ გახსოვს, რას ნიშნავს სინონიმური სიტყვები: ეს ბგერითი შემადგენლობით ერთმანეთისგან განსხვავებული, მნიშვნელობით კი ერთმანეთის მსგავსი სიტყვებია. დღეს წმინდა წერილს მივმართავ და გაჩვენებთ, რომ „მიტევება“ და „ნეტარება“ სინონიმური სიტყვებია:
„ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე“ (ფსალმ. 32:1-2).
შენი დანაშაული იესომ იტვირთა და თავისი სისხლით წარხოცა. ამიერიდან შენ ცოდვის ტვირთი არ გამძიმებს.
მაშ ნუღარ დაამძიმებ შენს სულს შიშით და დანაშაულის გრძნობით, რადგან იესომ ყველა შენი ცოდვა იტვირთა, ყველაფერი მოგიტევა და გაგათავისუფლა. ასე რომ, მიტევება და ნეტარება სინონიმური სიტყვებია. ღმერთმა ცოდვა მოგიტევა და სრული და სრულყოფილი მშვიდობა მოგცა.
კურთხევა, რომელიც ღმერთმა თავისი უსაზღვრო გულმოწყალებით მოგცა, სრული და სამარადისოა. მადლობა უფალს მისი გულმოწყალებისთვის, ცოდვათა მიტევებისთვის და კურთხევისთვის.
„გმადლობ, უფალო! გმადლობ იესოს სისხლისთვის, გმადლობ ამ უდიდესი საზღაურისთვის, რომლითაც ჩემი ცოდვები გამოისყიდე. გმადლობ, რომ ცოდვის ტვირთი ჩამომხსენი. გმადლობ მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, რომელიც იესო ქრისტეში მომეცა. ყოვლისშემძლე უფალო, ჩემი სული გაკურთხებს ყველაფრისთვის, რაც მომეცი და რასაც მაძლევ. შენი სახელით, ამინ“.
ასე მოქმედებს სულიწმიდა:
მოგეტევა, მოგეტევა
და შენ თავისუფალი ხარ.
დაივიწყე ცოდვა,
რადგან მოგეტევა.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს