
ადამიანთა უმრავლესობას ვერ გაუგია, რომ მისი სიცოცხლე, მისი სული ფასდაუდებელი საუნჯეა. ნუთუ მართლა ასე ძვირფასები ვართ? აი, რას ამბობს ჩვენზე წმინდა წერილი:
„რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის“ (1. პეტრ. 1:18-19).
რამდენს გადაიხდიდი შენი სულის გამოსყიდვაში? მთელი მსოფლიოს ოქრო-ვერცხლი არ იკმარებდა ჯოჯოხეთის მახიდან შენი სულის გამოხსნისთვის. ეს მხოლოდ ძე ღვთისას სისხლითა და მსხვერპლით გახდა შესაძლებელი.
უცოდველმა შენი ცოდვები, შენი უკეთურება და შენი გასაჭირი იტვირთა. შენი ფასი მიწიერი საზომით ვერ განისაზღვრება. შენი სიცოცხლის ერთადერთი შესაძლებელი გამოსასყიდი ღმერთის – იესო ქრისტეს სისხლია.
ღმერთისთვის შენ ძალიან ძვირფასი ხარ. შენ მას უყვარხარ. მუდამ გახსოვდეს – შენდამი იესოს სიყვარული განუზომელია. ვლოცულობ შენთვის; ვლოცულობ იმისთვის, რომ ახლა, ამ სტრიქონების კითხვისას ღვთის სიყვარულმა შენი სული განაახლოს და შენი გული აავსოს. მიიღე დღეს მისი მშვიდობა და სიყვარული!
დამოწმება: „ვიზრდებოდი და ვფიქრობდი: მე შეცდომა ვარ, უვარგისი ვარ, არაფრად ვღირვარ. ამას ხშირად მეუბნებოდნენ და მეც დავიჯერე. ახლა ამ ბორკილებისგან, ამ დამთრგუნველი აზრებისგან თქვენი წერილების და თქვენი მსახურების წყალობით ვთავისუფლდები. ზოგჯერ უწინდელი დათრგუნულობა ბრუნდება, მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხდება. ახლა ვიცი: მე ღვთის შვილი ვარ, მას ვუყვარვარ და მისთვის ძვირფასი ვარ. მე სიყვარულს ვიმსახურებ, რადგან შეცდომა კი არა, ღვთის ხატი და მსგავსი ვარ. გმადლობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს