
„აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ“ (ფსალმ. 33:7-8)
უფალი დედამიწას მზერას მოავლებს და… შენ შემოგხედავს. დიახ, შენ! ღმერთმა ისიც, რა ხდება შენს თავს: უბედურება, გასაჭირი, უსამართლობა, მარტოობა, ღალატი. ის შენს ბედნიერებასაც ხედავს, სიხარულს, გამარჯვებას. და იგი მუდამ უპასუხებს შენს ლოცვას.
როდესაც ადამიანი ტირის, უფალს მისი ხმა ესმის და მას გასაჭირისგან იხსნის. ერთს ან რამდენიმეს კი არა – ყველას. ეს ნიშნავს, რომ შენ გაიმარჯვებ, შენი მტერი კი დამარცხდება.
- შენ ღვთის შვილი ხარ.
- შენ მისი სახელის დიდებისთვის ხარ შექმნილი.
- მისი წყალობა შენზეა და შენ მისი დიდება გარემოგიცავს.
- შენ ქრისტეში ღვთის შვილობა გერგო!
ნუღარ იტირებ, ცრემლი შეიშრე. გამარჯვება ახლოსაა!
ილოცე ჩემთან ერთად: „ამინ, იესო, მწამს, რომ გამარჯვება ახლოსაა. ვიცი, რომ გესმის ჩემი ხმა და დამიფარავ განსაცდელისგან“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს