2.23

ნუ გეშინია….

დღეს 26-ე ფსალმუნის განხილვას დავიწყებთ. დავითის ეს მშვენიერი ფსალმუნი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას და აუცილებლად გაგამხნევებს! არ გამოგრჩეს წერილები, რომელთაც ამ დღეებში გამოგიგზავნი… იყავი კურთხეული!

“უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალმ. 26:1).

შეგშინებია ოდესმე სიბნელის? ხომ არ ხარ დღეს ისეთ „ბნელ“ სიტუაციაში, რომლის გამო შენს გულში შიში ისადგურებს? ღმერთი ნათელია – შენი ნათელი. შენ არ უნდა შეშინდე. ბიბლია გვეუბნება (ფსალმ. 117:6): “უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?“.

უფალი შენი სიცოცხლის მფარველია. ეს მფარველობა მტკიცეა და ურყევია. ბიბლია კვლავ გვეუბნება (ფსალმ. 45:1-2): “ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ…“.

შიში ნუ გექნება. დღეს იესო გეუბნება: “მე ვარ, ნუ გეშინიათ“ (იოანე 6:20).

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.