
დღეს უფალი გეუბნება, რომ გული გაიმაგრო და არაფერს შეუშინდე. ის შენთანაა, მხარს გიმაგრებს და გეუბნება: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“ (ეს. 41:10).
შენ გარშემო ყველაფერი მყიფეა, ვერაფერს აკონტროლებ, საკუთარი ძალების არ გჯერა და ფიქრობ: „რა მოვიმოქმედო? ამ ყველაფერს თავი როგორ დავაღწიო? რა მომავალი მელის?“.
შენ ყოყმანობ, შიში იმატებს და ყველა კითხვას უარყოფითი პასუხი აქვს: „ვერაფერს გავხდები. არაფერი გამოვა. იმედი არ არის?
გახსოვთ, როგორ დადიოდა პეტრე მოციქული წყალზე? მაგრამ ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა – სტიქია, რომელიც პეტრეს კონტროლს არ ექვემდებარებოდა. და ის შიშმა მოიცვა. და ამ დროს მას უფალმა დახმარების ხელი გაუწოდა. უყურეთ ამ ისტორიას, რომელიც მხატვარმა ქვიშით გვიამბო.
დღეს უფალი ხელს გიწვდის და გულს გიმაგრებს. ის სიყვარულით გიმზერს და გეუბნება: „ეს მე ვარ. აქ ვარ, შენთან. ნუ გეშინა. მე მაქვს ხელმწიფება დედამიწაზე და ზეცაში. არასდროს მიგატოვებ, გაგაძლიერებ, რადგან აქ შენთვის მოვედი. შენ მე მიყვარხარ“.
ახლა, როცა ამ წერილს კითხულობ, ღმერთი გეუბნება: „ნუ გეშინია“. ჩემთან ერთად წარმოთქვი ფსალმუნის სიტყვები: „უფალი ჩემთან არის – არ მეშინია“ (ფსალმ. 117:6)!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს