
„არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან“ (ფსალმ. 22:4)
უფალს სურს, რომ შენ შიში და შფოთვა დაძლიო.
იგი გპირდება, რომ არ დაგტოვებს, რომ მუდამ მზადაა შენს დასახმარებლად.
უფალი შენთანაა!
უფალი გეუბნება: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“ (ეს. 41:10)
როცა შენ ლოცულობ, უფალი გიახლოვდება და გეუბნება: „ნუ გეშინია“.
„მომიახლოვდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმე, ამბობდი: „ნუ გეშინია“ (გოდ. 3:57)
ჩემთან ერთად წარმოთქვი ფსალმუნის სიტყვები: „უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 117:6)
დამოწმება: თქვენი წერილების კითხვა სამი თვის წინ დავიწყე. იმ დროს დაბნეულობას, შიშს და უიმედობას ვგრძნობდი. მორწმუნე ვარ და ვიცი, რომ იესო ჩემი უფალი და მაცხოვარია. მაგრამ ხანგრძლივ სტრესულ სიტუაციას და თავს დამტყდარ პრობლემებს ვერ ვუმკლავდებოდი და უფალზე საერთოდ არ ვფიქრობდი. სამი წელია ავადმყოფ დედას ვუვლი. ჩემი ქალიშვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, ასე რომ, სამ მცირეწლოვან შვილიშვილსაც მე ვუვლი. უფროსი აბიტურიენტია და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. დაღლილი ვიღვიძებდი. მეშინოდა, რომ ჩემს მოვალეობებს ვერ გავუმკლავდებოდი. ჩემი უსაყვარლესი ადამიანები – დედა და შვილიშვილები ხომ ჩემზე იყვნენ დამოკიდებულები. იმ მშვენიერ დღეს თქვენი გულითადი სიტყვები წავიკითხე – „გმადლობ, რომ არსებობ“. წერდით, რომ უფალი ჩემთანაა და არასდროს მიმატოვებს. თქვენი მეშვეობით უფალმა მითხრა, რომ მასში ძლიერი და მდიდარი ვარ, რომ შემიძლია ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის კურთხევად ვიქცე. დიდ მადლობას ვუხდი „დაინახე სასწაულის“ გუნდის ყოველ წევრს და მადლობას ვწირავ უფალს თქვენი არსებობისთვის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს