6

ნუ გეშინია!

ერთ დღეს იესო მოწაფეებთან მივიდა და უთხრა: „მე ვარ. ნუ გეშინიათ“ (იოანე 6:20).
როცა ყველაფერს ქაოსი მოიცავს და ჩვენ კონტროლს ვკარგავთ, ჩვენს ცხოვრებაში შიში შემოიჭრება.

შენ გეშინია და საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ამას შევძლებ? ნუთუ გავუმკლავდები? მოვასწრებ?

შიში გიპყრობს და იზრდება; ის შენი სისუსტით და ტკივილის მომგვრელი მოგონებებით იკვებება. და კითხვები მტკიცებებად იქცევა: მე ამას ვერ გავაკეთებ! ვერ გავუმკლავდები! ეს შეუძლებელია! იმედი აღარ მაქვს!

ამ დროს შენთან იესო მოდის. მხარზე ხელს გადებს, სიყვარულით გიმზერს და გეუბნება: „მე ვარ. აქ ვარ, ნუ გეშინია“, მოცემული მაქვს ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. არასდროს მიგატოვებ. გაგაძლიერებ. წინ გაგიძღვები. მე შენ მიყვარხარ“.

დაე, დღესვე გათავისუფლდე შიშისგან. მიიღე მისი ხმა, შეუშვი ის შენს გულში, რათა გაქარწყლდეს შიშის უკანასკნელი კვალი.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.