
მთავარი | დაინახე სასწაული | ნუ იხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ცოცხალი ხარ!
ნუ იხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ცოცხალი ხარ!
ერთ დღეს გავიგონე, რომ ვიღაც ადამიანმა ასეთი რამ თქვა: „ვწუხვარ, რომ ცოცხალი ვარ!“.
გავოცდი. თუმცა…
- ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი ცხოვრება უსარგებლოა და ბოდიშს იხდიას იმისთვის, რომ ცოცხლობს. მაგრამ ღმერთს ამ ადამიანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული გეგმა აქვს. მან მათთვის მშვიდობა და მომავალი დაგეგმა! (იერემ. 29:11).
- ბევრი ადამიანი საკუთარი თავით უკმაყოფილოა და მუდამ ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ ცოცხალია. მაგრამ იესომ გვითხრა, რომ უნდა შევიყვაროთ მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი (მათე 19:19). გასაოცარია, არა? ღვთის ნება ისაა, რომ საკუთარი თავი გვიყვარდეს.!
- ბავშვობისას ბევრ ადამიანს არ ეუბნებოდნენ, რომ ის ძვირფასი და ღირებულია. პირიქით: მათ კიცხავდნენ და დასარცხვენად ასეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ: „რა უვარგისი ხარ“, „არაფრის მაქნისი ხარ“, „ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ“, „შენგან არაფერი გამოვა“. ეს ადამიანები ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ ცოცხლობენ. მაგრამ ღმერთი მათ ეუბნება: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე/ასული, რომელიც მე მოვიწონე!” (მათე 3:17).
- ბევრი ადამიანი სუსტია, ავადმყოფობისგან ან ერთი შეხედვით გადაუჭრელი სიტუაციის გამო იტანჯება. ეს ადამიანები ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ ცოცხლობენ. მაგრამ ღმერთი მათ ეუბნება: “‘განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით’” (ესაია 41:10).
- დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის გამო ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ღმერთში ცხოვრებას. ისინი ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ ცოცხლობენ. მაგრამ ისეო მათი კეთილდღეობისთვის მოვიდა. მათთვის, ვინც იესოშია, მსჯავრი აღარ არსებობს (რომ. 8:1).
- ბევრი ადამიანი საკუთარ თავს სხვებს ადარებს და თვლის, რომ სხვებივით უნარიანი, სხვებივით ნიჭიერი არ არის. ისინი ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ ცოცხლობენ. მაგრამ ღმერთმა მათ თვითმყოფადობა და გმირობის ძალა მისცა. ბიბლია გვეუბნება: “ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს.” (ფსალმ. 59:14).
- ბევრი ადამიანი ფიზიკური, მორალური, სულიერი და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ამიტომ თავდაჯერება, ადამიანებისა და ღვთის მიმართ ნდობა დაკარგა. ისინი ბოდიშს იხდიან იმისთვის, რომ ცოცხლობენ. მაგრამ ღმერთი, ჩვენი მამა, მათ ააღორძინებს! ის მათ არასდროს არ მიატოვებს და თავს არ დაანებებს. (იესო ნავ. 1:5).
ჩემო მეგობარო, ამ ჩამონათვალში შენი თავი ხომ არ აღმოაჩინე? თუკი ასეა, ნუ იხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ცოცხალი ხარ. ღმერთი განგკურნავს და გაგათავისუფლებს. მას შენთვის საუკეთესო სურს!
და თუკი შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც სიცოცხლისთვის ბოდიშს იხდის, სიყვარულით შეხედეთ და გაამხნევეთ, რადგან ღმერთს მისთვის ჯერ თავისი თავისი განგებულება არ გაუცხადებია!
ილოცე დღეს ჩემთან ერთად: “უფალო, გადვწყვიტე, არასდროს მოვიხადო ბოდიში იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ. ვწუხვარ, ამდენი დრო რომ დავკარგე. მე შენი შექმნილი ვარ! მე შენ გიყვარვარ და მჯერა, რომ ჩემი ცხოვრებისთვის განსაკუთრებული გეგმა გაქვს. იმ დაპირებას, რომელიც შენ მომეცი, ვერანაირი შიში და სირცხვილის გრძობა ვერ დაძლევს! მე იმედს ვირჩევ, სიცოცხლეს ვირჩევ, საკუთარი თავის პატიებას ვირჩევ… საკუთარი თავის სიყვარულს ვირჩევ. იესოს სახელით, ამინ!“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს