8.19

მთავარი | დაინახე სასწაული | ნუ მოგერიდება, სთხოვე!

ნუ მოგერიდება, სთხოვე!

ძალიან მიყვარს რუთის წიგნის კითხვა. საოცარი და შთამაგონებელია მისი თავგადასავალი. 

რუთს დახმარება სჭირდებოდა, რათა საკუთარი თავი და დედამთილი, ნაყომი ერჩინა. ამიტომ მივიდა ერთ კაცთან, რომელსაც ბოყაზი ერქვა, და მის ყანაში დაცვენილი თავთავების აკრეფის ნებართვა ითხოვა.  

რუთი სასოწარკვეთილებას როდი მიეცა. მან გამოსავალი დაინახა, გამბედაობა მოიკრიბა და დახმარება ითხოვა. 

ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება დახმარება, მაგრამ თხოვნას ვერ ვბედავთ. ღმერთს კი სურს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. 

თუ გაგიჭირდა და შველა გჭირდება, თუ პრობლემის მოგვარება შენს ძალებს აღემატება, ნუ მოგერიდება და დახმარება ითხოვე. პირველ რიგში შენს ქრისტიან დებსა და ძმებს მიმართე. ისინი დაგეხმარებიან და ილოცებენ შენთვის.  

რუთი სწორად მოიქცა. ბოყაზმა ჯერ თავთავების აკრეფის ნება მისცა, მერე კი მფარველობაც გაუწია.

„ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში.

რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი“ (ეკლ. 4:9-10)

ღმერთს ესმის შენი ვედრება და ხშირად შენს დასახმარებლად სხვა ადამიანებს იყენებს. ამიტომ ნურასდროს მოგერიდება დახმარების თხოვნა. 

დამოწმება: „კოვიდის ეპიდემიის დროს მეც და ჩემმა ქალიშვილმაც სამსახური დავკარგეთ. დანაზოგი გვქონდა და როგორღაც ვცხოვრობდით. ისეთი დრო იყო, რომ ყველას უჭირდა. სამსახურს გულმოდგინედ ვეძებდით, მაგრამ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც სამუშაო ადგილები ისედაც შეზღუდულია. ერთ დღეს ისეთი სასოწარკვეთა და მარტოობის გრძნობა დამეუფლა, რომ ცხოვრებაში პირველად ღმერთს მივმართე. მანამდე არასდროს მილოცია. ერთი კვირაც არ გასულა, რომ ჩემს ქალიშვილს მეგობარმა დაურეკა და დედაქალაქში, თავის კომპანიაში მუშაობა შესთავაზა. მას მერე ჩვენი მდგომარეობა გამოსწორდა. რამდენიმე თვეა, თქვენს წერილებს ვიღებ და თქვენი დახმარებით ნელ-ნელა ღმერთთან ურთიერთობას ვსწავლობ. საკუთარ თავზე გამოვცადე ის, რასაც თქვენ წერთ: რომ გაჭირვების ჟამს ღმერთი ჩვენთანაა და დახმარების ხელს გამოგვიწოდებს. გმადლობთ თქვენი შრომისთვის“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.