20

მთავარი | დაინახე სასწაული | ნუ შეჩერდები. იარე!

ნუ შეჩერდები. იარე!

ბევრჯერ მომდომებია წასვლა. სასოწარკვეთა მიპყრობდა. და ვთქვი: რატომ უნდა გამოგყვე, უფალო? რა არის კარგი იმაში, რომ შენ გემსახურო? ბიბლია გვეუბნება:

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

იცი თუ არა, რომ ბიბლიაში ბევრი ამგვარი მაგალითია? წმიდა წერილი მოგვითხრობს იმ ქალებსა და მამაკაცებზე, რომლებსაც სურდათ, მსახურება შეეწყვიტათ. თუკი ასეთი სურვილი გქონია, იცოდე, რომ მარტო არ ხარ!

ერთ-ერთი ასეთ ადამიანთაგანი ელია წინასწარმეტყველია. ერთ დღეს მან შეიტყო, რომ იზებელს მისი მოკვლა სურს და ღმერთს სიკვდილი სთხოვა. მოდი, ერთად წავიკითხოთ ეს ნაწყვეტი (3 მეფ. 19:2-8).
საიდუმლო იმაშია, რომ არ უნდა შეჩერდე, უნდა იარო და არ დანებდე! ღვთის ანგელოზმა ელიას უდაბნოში საჭმელი მისცა და ამ ღვთიურმა საზრდომ ის გააძლიერა. ელია ადგა და წავიდა. ძალიან დიდხანს იარა: 40 დღე და 40 ღამე, სანამ ღვთის მთამდე არ მივიდა.

როგორც ამბობენ, „სინჯე და ნახავ“. მე მჯერა, რომ ძალიან მალე ღვთისგან კურთხევას, განსაკუთრებულ ნიჭს მიიღებ, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის!

მეგობარო, ნუ შეჩერდები! მით უმეტეს ცოდვილთა გზაზე! ცოდვილთა გზაზე თუ დარჩები (თუნდაც მთელი მსოფლიო ასე მოიქცეს), მწუხარებისა და დაუკმაყოფილებლობის გარდა ვერაფერს მიიღებ.

თუნდაც ეს გზა ვიწრო იყოს, მაინც იარე. და შენს კურთხევას მიაღწევ!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.