4.23

ნუ შეჩერდები!

ქანცგამოცლილია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე“  (ფსალმ 72:26).

ბევრი რამაა ისეთი, რამაც შეიძლება გაიძულოს შეჩერდე, იმედი დაგაკარგინოს… დაღლა, ჯანმრთელობის პრობლემები, კონფლიქტები და უთანხმოებები, ყოველდღიური პრობლემების სიმრავლე…

ბიბლია გვეუბნება, რომ სამყაროს შექმნისას  “მიწა იყო უსახურ-უდაბური… და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე“  (დაბ. 1:2).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაფერი ცარიელი და უძრავი იყო, სანამ სიცოცხლის სიტყვა არ გაჟღერდა: „იყოს ნათელი!”

შენ იცი გაგრძელება: და იქმნა ნათელი! ბნელის შუაგულიდან ნათელი გაჩნდა.

როცა ღმერთი ლაპარაკობს, ყველაფერი მოძრაობას იწყებს, რათა მისი ნება აღსრულდეს. ყველაფერი ისე ურთიერთქმედებს, რომ მისი სიტყვა, მისი ბრძანება აღსრულდეს.

ნუ დაბრკოლდები რწმენაში. ნუ შეწყვეტ გაცემას, მიტევებას და სიყვარულს!

გწამდეს ღვთის სიყვარულის ძალის, გწამდეს, რომ მისი მოქმედება შენს ცხოვრებაში ძლიერია. ისევ და ისევ: გწამდეს დიადი ღმერთი. მიანდე მას შენი ცხოვრება. მიანდე მას ის, რაც „უძრავი“, „შეუძლებელი“, „უსიცოცხლო“, „უიმედო“ გეჩვენება… მიიღე მისი სიტყვა… დაე, იყოს ნათელი! ნათელი იქმნა და შენი სასწაული იფურჩქნება!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.