8.11

მთავარი | დაინახე სასწაული | რას გვიბრძანებს ზეციერი მამა?

რას გვიბრძანებს ზეციერი მამა?

მშობლის ამოცანა შვილის აღზრდა, წვრთნა, დარიგება და მისთვის ცოდნის გადაცემაა. ღმერთს, შენს ზეციერ მამას, ასევე სურს გასწავლოს და სწორ გზაზე დაგაყენოს. 

„იცოდე გულში, რომ როგორც კაცმა თავისი ძე გაწვრთნას, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი“ (რჯლ. 8:5)

ორი წლის პატარას იმას ვერ ასწავლი, რასაც თხუთმეტი წლის მოზარდს. მათი მოთხოვნილებები და ინტერესთა სფეროებიც განსხვავდება. 

ყოველ დღე ლოცვის საიდუმლო სივრცეში შენ ღმერთი გელოდება, რათა გული გაგიხსნას. 

მას ჩინებულად ესმის შენი, იცის, როგორ ცხოვრობ; იცის, მშვიდობა და სიხარული გავსებს, თუ ეჭვი და შიში. შენმა მამამ დანამდვილებით იცის, რა გჭირდება. 

როცა მის სიტყვას კითხულობ, პასუხს იღებ იმაზე, რაც გაღელვებს და თავად ვერ გადაგიწყვეტია. წმინდა წერილში იპოვი იმ რჩევას, რომელიც სწორედ ახლა დაგეხმარება.

ღვთისგან ხომ ვერაფერი დაიმალება და მან იცის, რა იქნება. გახსოვდეს: ვერავინ დაგარიგებს და ვერავინ გასწავლის ისე, როგორც უფალი. 

ვლოცულობ იმისთვის, რომ დღეს უფლის ხმა შეისმინო.   

დამოწმება:  „ყოველდღე, რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენს წერილს ვკითხულობ და ჩემს კითხვებზე პასუხს ვიღებ. ჩემი სული განმტკიცდა, რადგან ვიცი: ღმერთს ჩემი ესმის და უპასუხოდ არ დამტოვებს. გმადლობთ თქვენი წერილებისთვის“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.