
მთავარი | დაინახე სასწაული | რა იქნება, თუკი სულიწმიდას მიენდობი?
რა იქნება, თუკი სულიწმიდას მიენდობი?
ყველა ხმასთან შედარებით, რომელიც ოდესმე გაგიგონია, სულიწმიდის ხმა უდავოდ ყველაზე ტკბილი და ძლიერია, ყველაზე ღრმა და ზეციურია.
როდესაც ღვთის სული გელაპარაკება, შენ ხვდები: ის ყველაფერზე მაღალია.
ეს ყველაზე უფრო მოსიყვარულე ხმაა და მისი გზები უზენაესი სიბრძნის გზებია.
იესოს მოსმენა საუკეთესო გზა და გადაწყვეტილებაა.
სულიწმიდა შენ გესაუბრება, ის ყოველდღე გელაპარაკება:
- სიზმრებში;
- წმიდა წერილის კითხვისას;
- ქადაგებისა და მოძღვრების მოსმენისას;
- მეგობრის პირით;
როდესაც სულიწმიდის ხმას ისმენ, სასწაული ხდება; შენი ადამიანური საზღვრები იშლება, რადგან მაღალი ღმერთის სიბრძნეს, რჩევას, მითითებას იღებ!
ვლოცულობ იმისთვის და მოგიწოდებ, რომ ისმინო ეს ტკბილი და მოსიყვარულე ხმა, დაუჯერო მას, ვინც შენი დაბადების მოწმე იყო და ვისაც შენი ბედნიერება და კეთილდღეობა სურს.
ილოცე ჩემთან ერთად: “მამაო, დავადუმე ჩემი სული და შენს ზეციურ ხმას ვუსმენ. ეს ყველაზე საამო და გულშიჩამწვდომი ხმაა, რომელიც ოდესმე მომისმენია. გმადლობ იმისთვის, რომ მელაპარაკები… მე შენ მიყვარხარ. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს