
ხომ გინახავს აყვავებული იასამანი, ან ნაირფერი ყვავილებით მოფენილი მინდორი. ყვავილები თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევენ და სხვადასხვა მწერებს იზიდავენ, მათ შორის პეპლებს, რომლებიც ამ სურნელოვანი სიჭრელის თავზე დაფარფატებენ.
როგორია შენი სურნელი?
„მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად“ (ეფეს. 5:1-2).
მჯერა: როგორც ზეციური სასუფევლის დესპანი შენ მშვიდობისა და სიყვარულის სურნელს აფრქვევ და ამ სურნელით მსოფლიოს ცვლი. ქრისტეს მიბაძე და სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ზეციური სურნელი გაგყვება.
ჰოდა, ისე მიიზიდავ სხვებს ქრისტესკენ, როგორც აყვავებული იასამანი იზიდავს ფრთაჭრელ პეპლებს. მათ შენში დავანებული ღვთის სიყვარულისა და მყოფობის სურნელი მიიზიდავს.
მოგიწოდებ: როგორც ქრისტეს მოწაფემ და ზეცის დესპანმა, მიბაძე დიდების მეფეს! დიდება იესოს სახელს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს