
განსაკუთრებულად მიყვარს სახარებისეული ეპიზოდი, რომელშიც ანგელოზი მწყემსებს მაცხოვრის შობას აუწყებს.
“უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება. ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!“ (ლუკა 2:10-14).
ჩვენ ვიცით, რომ სინამდვლეში უფალი 25 დეკემბერს არ შობილა, რადგან მწყემსები ღამეს საძოვარზე ატარებდნენ, დეკემბერი კი ისრაელში ცივი და წვიმიანი თვეა. თუმცა ქრისტეშობის დღესასწაული მშვენიერი შესაძლებლობაა ქრისტეს, ჩვენი მხსნელის შობის უწყებისთვის.
ამ მუხლის გზავნილი ასეთია:
ნუ გეშინია! რადგან ყველა ადამიანისთვის სასიხარულო ამბავი მომაქვს! დღეს მაცხოვარი, უფალი ქრისტე დაიბადა. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს, მათ შორის შენც!
განა საოცარი არ არის?
ქრისტეშობის დღესასწაული შესანიშნავი შესაძლებლობაა, ადამიანებს კეთილი უწყება გავუზიაროთ. გამოიყენე ეს შესაძლებლობა.
კურთხეული იყავი დღეს!
P.S.: გამონახე დრო და მოუსმინე ქრისტეშობის მშვენიერი ისტორია, რომელსაც ბავშვი გვიყვება! 🙂 უყურე აქ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს