
ღვთის ქმნილება შემეცნების ულევი წყაროა. დღეს იაპონურ ბამბუკზე მოგიყვებით. ეს მარცვლოვანთა გვარის ხისებრი მცენარე ზოგჯერ სიმაღლეში ორმოც მეტრს აღწევს. ნამდვილი საოცრებაა.
ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში იაპონური ბამბუკი ღეროს არ იკეთებს, მიწიდანაც კი არ იწვერება. მისი ფესვოვანი სისტემა ასე უჩინრად, მიწისქვეშ ვითარდება. მეშვიდე წელს კი ის მიწიდან ამოზრდას იწყებს და მისი ზრდის სისწრაფე მართლაც რომ შთამბეჭდავია: იაპონური ბამბუკი ყოველდღიურად სიმაღლეში დაახლოებით ერთი მეტრით იზრდება.
ალბათ მკითხავ, რა კავშირი აქვს ამას შენთან? წმინდა წერილი გვეუბნება: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული“ (ებრ. 10:36).
დიახ, მოთმინება გმართებს. შეიძლება გეჩვენება, რომ უფალში არ იზრდები, მაგრამ ნუ შეჩერდები. გჯეროდეს, რომ შენი „ფესვები“, შენი ურთიერთობა ღმერთთან ვითარდება და ძალას იკრებს.
თუნდაც ჯერჯერობით მიწიდან არაფერი ამოზრდილა, დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთი შენს მცდელობას და ძალისხმევას ხედავს და მოქმედებს შენს ცხოვრებაში. რწმენით, მოთმინებით და სიმტკიცით შენ აუცილებლად დაიმკვიდრებ იმას, რაც ღმერთმა აღგითქვა.
მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, შენ ხარ ის, ვინც მოთმინებითა და სიმტკიცით მზრდის. თუნდაც ჯერჯერობით ნაყოფი არ ჩანდეს, ვიცი, რომ მოვა დრო და ის აუცილებლად გამოჩნდება. ვიცი, რომ შენ ჩემთან ხარ, ვიცი, რომ მეხმარები და მე აუცილებლად დავიმკვიდრებ იმას, რაც აღმითქვი. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს