9.30

მთავარი | დაინახე სასწაული | როგორ გეხმარება ღმერთი პროფესიულ საქმიანობაში?

როგორ გეხმარება ღმერთი პროფესიულ საქმიანობაში?

მანამ, სანამ ქრისტე პავლე მოციქულს მოუწოდებდა, მას იუდეველი მასწავლებელი, გამალიელი, ზედმიწევნით ასწავლიდა რჯულს (იხ. საქმე 22:3)

მიუხედავად იმისა, რომ თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლის აღზრდილი და კარგად განათლებული იყო, ის მეკარვის ხელობასაც დაეუფლა. 

საქმე ისაა, რომ იმ დროის რაბინულ პრაქტიკაში მიღებული იყო, რომ განსწავლული ადამიანი რაიმე ხელობას დაუფლებოდა. თავის ეპისტოლეებში პავლე ამაყობს იმით, რომ თავისი შრომით შოულობდა ლუკმა-პურს და არავისზე იყო დამოკიდებული.  ღმერთმა პავლეს ეს ხელობა იმიტომ მისცა, რომ მისი მსახურება შეუფერხებელი ყოფილიყო. 

იცი, რატომ მოგითხრობ პავლეს ამბავს? მინდა იცოდე, რომ თუკი რაიმე გარემოების ან გარემოებათა გამო პროფესიული რეალიზაციის შესაძლებლობა არ გაქვს, ნუ იდარდებ, რადგან ღმერთი შენთვის სხვა კარს გააღებს, შესაძლებლობასაც გაჩვენებს და მისი განხორციელების გზასაც. ასე რომ, ნურც ვითარებები შეგაშინებს, ნურც დაბრკოლებები. ღმერთი ისეთ საქმეს გაჩვენებს, რომ ცხოვრებაც შეძლო და მისი განდიდებაც. გწამდეს: ღმერთი შენთვის კარს გააღებს.  

ვლოცულობ იმისთვის, რომ ამ დამოწმებებმა გაგამხნეოს და შენი იმედი გააძლიეროს. 

„ორი თვეა, თქვენს წერილებს ვკითხულობ და ჩემთვის ბევრი რამ ცხადი გახდა. ვხედავ როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება, ვგრძნობ, როგორ ვიცვლები მე. ერთ მაგალითს მოვიყვან. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კომპანიაში, ჩემთვის სასურველ პოზიციაზე,  გასაუბრება მქონდა დანიშნული. ამ გასაუბრებას დიდხანს ველოდი და იმედი მქონდა, რომ მიმიღებდნენ. გასაუბრების მეორე დღეს კი უარის წერილი მივიღე. უწინ ასეთი წერილი დამთრგუნავდა და დიდი ხნით ამომაგდებდა ცხოვრების რიტმიდან. მაგრამ თქვენი წერილებიდან შევიტყვე, რომ ქრისტიანული ცხოვრება გამუდმებული გამარჯვება და წარმატება არ არის, რომ ღმერთმა ამ წარუმატებლობის სანაცვლოდ ჩემთვის სხვა, უკეთესი რამ განამზადა. გმადლობთ, რომ თქვენი მსახურების წყალობით მზად ვარ წარუმატებლობისთვის და დაბრკოლებების გადალახვისთვის“. 

„თავს მორწმუნე ადამიანად ვთვლიდი, მაგრამ უპირობოდ არ მწამდა, მუდამ ეჭვი მიპყრობდა. ვამბობდი, რომ ქრისტიანი ვარ, მაგრამ ქრისტიანობის არაფერი მესმოდა. არც ვლოცულობდი, არც ღვთის სიტყვას ვკითხულობდი. ჩემი რწმენა რიტუალური იყო: სანთლის ანთება, მარხვა, იმიტომ რომ „ტრენდშია“, სააღდგომო სამზადისი, ანუ კვერცხების შეღებვა და ტრადიციული ტკბილეულის გამოცხობა ან ყიდვა. ჰო, კიდევ ჩაქაფული.  კარგი სამსახური მქონდა, ანუ კარგი ანაზღაურებით. მაგრამ ყოველ დილას, სამსახურში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, მუდმივ გაღიზიანებას და ზოგჯერ ბრაზსაც კი განვიცდიდი. არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი კარგი ანაზღაურების და სხვა ბონუსების, მაგალითად, დაზღვევის გამო. თქვენმა წერილებმა ლოცვა და იესოს ხმის მოსმენა მასწავლა. ჯერჯერობით ისევ იმ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ დილით აღარ ვბრაზობ. ვლოცულობ და ვცდილობ გავერკვე, რა განამზადა ჩემთვის უფალმა, რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, რომელიც მან დამისახა. ვიცი, მოვა დრო, ამ კითხვებზე პასუხს მივიღებ და ისე ვიმოქმედებ, როგორც უფალს სურს“. 

გწამდეს, რომ ღმერთმა შენთვის ცხოვრებისეული მიზანი დასახა!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.