
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
დღეს პირველი ფსალმუნის შესწავლას განვაგრძობთ. იმედი მაქვს, შენი ცხოვრება გამდიდრდა და გრძნობ, რომ შენში რაღაც შეიცვალა.
ხილი მიყვარს. ხილი ღვთის საუკეთესო ქმნილებათაგანია. ხილი მარგებელია და ძალიან გემრიელი.
პირველ ფსალმუნში დავითი გვადარებს ხეს, რომელიც თავის დროს ნაყოფს გამოიღებს.
თავად ქრისტე გვეუბნება: “მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს…” (იოანე 15:5).
როგორ დავრჩეთ ქრისტეში?
- ჩვენი ფიქრები მისკენ მივმართოთ.
- ვითხოვოთ მისი ხელმძღვანელობა.
- მის ხმას ვუსმინოთ.
- მისი სიტყვები ვიკითხოთ.
- მისი მოძღვრების თანახმად ვიმოქმედოთ.
- მოვიქცეთ ისე, როგორც ის იქცოდა.
- გვიყვარდეს, როგორც მას უყვარს… გვიყვარდეს მამა და გვიყვარდეს მოყვასი.
- ვითხოვოთ სულიწმიდა.
- ვკითხოთ საკუთარ თავს: რას გააკეთებდა იესო ჩემს ადგილას?
თუკი შენ რჩები ქრისტეში და ქრისტე რჩება შენში, მისი დაპირებისამებრ, ბევრ ნაყოფს გამოიღებ.
ჩემო მეგობარო, მე შენი ცხოვრების უხვ, მშვენიერ, განუმეორებელ ნაყოფს ვხედავ, რადგან შენ თავადაც განუმეორებელი ხარ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს