8.6

მთავარი | დაინახე სასწაული | როგორ შევიცნოთ ღმერთი?

როგორ შევიცნოთ ღმერთი?

ალბათ გსმენიათ ანდაზა: „კაცმა კაცის რომ გაიგოს, მასთან ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოსო“. ბევრია, არა? თუმცა მართლაც ასეა: იმისთვის, რომ ადამიანი კარგად გაიცნო, მასთან ძალიან დიდი დრო უნდა გაატარო. 

იცი, რომ ღმერთს, შენს ზეციერ მამას, შენთან დიდი დროის გატარება და საკუთარი თავის გამოცხადება სურს?

„ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც“ (1 ნეშტ. 28:9)

თუკი ღმერთს ეძებ, აუცილებლად იპოვი. ის უპასუხოდ არ დაგტოვებს. ვიცი, რომ ღვთის მაძიებელი ხარ. ამას ისიც მოწმობს, რომ „დაინახე სასწაულის“ მკითხველი ხარ. 

ამიტომ მოგიწოდებ: რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმე უფალთან ურთიერთობას. ლოცვით მიმართე, მისი სიტყვა იკითხე. დღე იქნება თუ ღამე, შენ შეგიძლია მას მიმართო და მის ხმას ყური მიაპყრო. 

თუკი ღმერთს ეძებ, თავისი ულევი მადლითა და სიყვარულით ის თავს გაპოვნინებს. მისი ხმის გაგონება გსურს? მოდით, ერთად ვცეთ თაყვანი კერი ჯობის ამ მშვენიერი სიმღერით და შევევედროთ, რომ შენს ძახილს უპასუხოს: “Speak To Me,”


მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, შენი მყოფობა მომწყურდა და შენი შეცნობა მსურს. შენთან ყოფნა და შენი ხმის მოსმენა მსურს. ჩემი გული განემზადა შენი მყოფობისთვის, ჩემი ყური კი – შენი ხმის მოსმენისთვის. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.