10.26

მთავარი | დაინახე სასწაული | როცა შენ იტანჯები, ის შენთან ერთად იტანჯება

როცა შენ იტანჯები, ის შენთან ერთად იტანჯება

სახარებაში ვკითხულობთ: „ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე“ (ლუკ. 2:52).  

დღეს მინდა შენი ყურადღება იესოს ერთ თვისებაზე გავამახვილო, რომელსაც იოანე მახარებელი ორი სიტყვით გადმოგვცემს: „აცრემლდა იესო“  (იოან. 11:35)  

გახსოვს, ეს როდის მოხდა? იესოს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ლაზარესთან და მის დებთან, მართასთან და მარიამთან, და ხშირად სტუმრობდა მათ ბეთანიაში.  წარმომიდგენია, რა საამოდ ატარებდნენ დროს: ერთად ვახშმობდნენ, საუბრობდნენ, იესო მასპინძლებს მამის საიდუმლოებებს უზიარებდა…  

ერთ დღეს იესომ გაიგო, რომ მისი მეგობარი ავადაა. იესო ბეთანიაში გაემართა, მაგრამ როცა მოვიდა, ლაზარე ცოცხალი აღარ დახვდა. მართამ უსაყვედურა იესოს: „აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. როცა იგივე სიტყვები მარიამისგანაც მოისმინა და ლაზარეს ატირებულ მეგობრებს შეხედა, იესო აღელდა და აცრემლდა (იხ. იოან. 11:1-44). ვფიქრობ, ეს მწუხარების ცრემლიც იყო და სიხარულისაც, რადგან იესომ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო. 

იესო დაუყოვნებლივ არ წყვეტს ყველა შენს პრობლემას. მაგრამ გახსოვდეს: როცა იტანჯები, ის შენთან ერთად იტანჯება; როცა სევდა გიპყრობს, ის შენი სევდის მოზიარეა; როცა შენ ტირი, ისიც ტირის შენთან ერთად. 

ღმერთს არ სურს, რომ შენ იტანჯო. ამიტომ ის გაძლევს სიყვარულს, მადლს და ნუგეშს, რათა შენი დარდი გაქარვდეს და შენ წინსვლა შეძლო.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.