8.15

მთავარი | დაინახე სასწაული | რწმენა შენი კუნთია

რწმენა შენი კუნთია

შენი გული იკუმშება და ამის წყალობით შენი სისხლძარღვების ჩაკეტილ წრეში დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ასეული ლიტრი სისხლი მიმოიქცევა, სხეულის ყველა ნაწილს აღწევს და შენს ორგანოებსა და კუნთებს ჟანგბადით კვებავს. 

გული სხეულის სიცოცხლის მექანიკის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ქრისტიანულ ცხოვრებას კი რწმენა კვებავს.

„მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით“ (რომ. 1:17).

როცა გული ჩერდება, ადამიანის სიცოცხლეც წყდება. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ქრისტიანული ცხოვრება.

სიცოცხლისთვის გჭირდება

  • რწმენა, რომ ქრისტე მოკვდა და მკვდრეთით აღდგა..
  • რწმენა, რომ ღმერთმა აღთქმა დაგიდო და მას შეასრულებს.
  • რწმენა, რომ შენს საზრუნავზე ღმერთი იზრუნებს. 

ყოველი განსაცდელი, რომელიც ცხოვრებაში გხვდება, შენს რწმენას ისე აძლიერებს, როგორც ვარჯიში – კუნთს. 

მოდი, მოუსმინე სტეფანი გრეცინგერის ამ სიმღერას და გაიგებ, როგორ ანათებს რწმენა სიბნელეს: , “Steady Heart”

დღევანდელი დღე ალბათ არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან: ისევ ის საქმეები, ისევ ის პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. თუმცა ყოველი დღე შენი რწმენის გაძლიერების და გამოვლენის შესაძლებლობაცაა. 

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, შენ უფრო სარწმუნო ხარ ჩემთვის, ვიდრე ის, რასაც ჩემი მიწიერი მზერა ხედავს. მწამს შენი სიკეთის, მწამს, რომ განსაცდელის ჟამსაც რწმენაში გამაძლიერებ. გმადლობ შენი მყოფობისთვის, შენი მადლისთვის და შენი ერთგულებისთვის. შენი სახელით, ამინ“.  
დამოწმება: „უწინ ძალიან მაღელვებდა ჩემი მატერიალური მდგომარეობა. მუდამ დაძაბული ვიყავი, მეშინოდა, რომ ხარჯებს ვერ გავწვდებოდი და შემდეგ ხელფასამდე ფული არ მეყოფოდა. მერე თქვენი წერილების მიღება დავიწყე. თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ის ხელფასი მაქვს, ისევ ისე ვიხდი კომუნალურ გადასახადებს… თუმცა აღარ ვღელავ. ვიცი, რომ ღმერთი ყველა ჩემს საჭიროებას უზრუნველყოფს. ამრიგად, გულდამშვიდებული ვარ, გონება დამთრგუნველი აზრებისგან გაიწმინდა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობაც დავინახე. დიდ მადლობას ვუხდი „დაინახე სასწაულის“ გუნდს იმისთვის, რომ ლოცვა მასწავლეთ და თვალი ამიხილეთ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.