2.3

რწმენით იარე!

მინდა დღეს რწმენით სიარულზე გესაუბრო.

ერთად წავიკითხოთ ნაწყვეტი ერიკ სელერიეს წიგნიდან:

„დაახლოებით 20 წლის წინ გასაოცარ სასწაულთა რიგის მეშვეობით ღმერთმა მე და ჩემს ცოლს საფრაგეთში, ჟივორში ეკლესიის დაარსებისთვის მოგვიხმო. ამას ჩემი და მილიონობით ადამიანიც ცხოვრება უნდა შეეცვალა! სინამდვილეში, ჩვენი ფრანგული მისია, Top Chrétien, ჟივორში უნდა შექმნილიყო. მაგრამ ღვთის ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ჩვენ რწმენა გვჭირდებოდა!

ჟივორში გამგზავრების გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ძალიან კარგად ვიცოდით, რა პირობები გველოდა: არც ბინა, არც ეკლესია, არც შემოსავალი, თანაც ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავდა; გარდა ამისა, ჟივორი იმ დროს ქრისტიანულ თემთა მიმართ სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩეოდა (მას მერე სიტუაცია სრულიად შეიცვალა).

ერთ დღეს ქალაქის ქუჩებში დავდიოდი და ვლოცულობდი. ღმერთს ვთხოვდი, ჩემთვის ეკლესიის დაარსების გზა ეჩვენებინა და ჩემი ოჯახისთვის საცხოვრებელი ადგილი მოეცა. სწორედ ამ დროს ერთ ქრისტიანს შევხვდი. ჩემი ამბავი რომ მოისმინა, მითხრა: „ძმაო, ეშმაკის ადვოკატობა კი არ მსურს, მაგრამ, თუ სწორად გავიგე, საცხოვრებელი ადგილი არ გაქვთ, მანქანა არ გყავთ, ეკლესიისთვის შენობა არ არის და თქვენს სიახლოვეს სხვა ქრისტიანებიც არ არიან, თანაც მერი თქვენი გეგმების წინააღმდეგია. მაშ, აქ რას აკეთებთ“.

ამ ქალაქში ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ქრისტიანთან და ამგვარ სიცივეს არ ველოდი, აი, რა ვუპასუხე: „ყველაფერი რაც მაქვს, ჩემი რწმენაა!“. რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ქრისტიანმა მანქანა შემომთავაზა. მერე სახლიც ვიპოვე და ქრისტიანი, რომელიც მაშინ ქუჩაში შემხვდა, ნივთების გადატანაში დამეხმარა. ამის შემდეგ კიდევ ერთი სასწაული მოხდა: მერისგან ქალაქის ერთ-ერთ საჯარო შენობაში ახალი ეკლესიის გახსნის ნებართვა მივიღე!”

უთხოვია ღმერთს შენთვის ისეთი რამ, რაც შეუძლებელი ჩანდა? გიგრძვნია ოდესმე მოწოდება, რომელიც მორჩილებისკენ გიბიძგებს, აბრაამის მსგავსად, რომელიც მზად იყო, ყველაფერი დაეთმო და ღმერთისთვის ემსახურა?

იმოქმედე! რწმენით გადადგი ნაბიჯი. მართლაც: “რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრ. 11:8).

როგორ ფიქრობ, რას გთხოვს ღმერთი? მზად ხარ გარისკო და ამ რწმენით იარო? გეთაყვა, მომწერე და შემატყობინე. მინდა, პირადად შენთვის ვილოცო!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.