7.21

მთავარი | დაინახე სასწაული | სად არის შენი თავშესაფარი?

სად არის შენი თავშესაფარი?

თითქმის მთელ დედამიწაზე დღეს ომია. მაგრამ შენ ღვთიური და მარადიული თავშესაფარი გაქვს.

„შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს” (ფსალმ. 56:2).

ამ ტრაგიკული მოვლენების ქარცეცხლში ღმერთი ღმერთად რჩება. ის შენს გულსა და სულზე ზრუნავს.

ღმერთი თავისი მყოფობისა და სიყვარულის ფრთებქვეშ შეგიფარებს. როცა შენ მასთან ხარ, მისი გულისცემა გამშვიდებს და შენი სული მშვიდადაა. მასთან ერთად თავს დაცულად გრძნობ (იხ. ფსალმ 16:8).

ჩვენ მყიფე და ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. უცვლელი მხოლოდ ღმერთია – ჩვენი მფარველი და ჩვენი სიმაგრე (იხ. ფსალმ. 90:2).

ილოცე ჩემთან ერთად: „ღმერთო ჩემო! შენ ჩემი მარადიული თავშესაფარი ხარ. შენი მფარველი ფრთის ჩრდილქვეშ არაფრის მეშინია. განავრცე შენი მფარველი ფრთა მთელ მსოფლიოზე, რათა ყველა სულდგმულმა შენი მშვიდობა დაიმკვიდროს. შენი სახელით, ამინ“. 

დამოწმება:  „გმადლობთ იმისთვის, რომ ლოცვა მასწავლეთ. მას შემდე, რაც თქვენი წერილების კითხვა დავიწყე, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა… მე შევიცვალე. და დავიანახე, რომ ღმერთი ჩემს ვედრება პასუხობს. მტკიცედ მწამს, რომ ღმერთი ჩემთანაა და ყველა განსაცდელისგან დამიცავს“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.