8.24

მთავარი | დაინახე სასწაული | საიდან მიედინება წყალი ოაზისში?

საიდან მიედინება წყალი ოაზისში?

ყველამ იცის, რომ ოაზისი გამწვანებული და წყლიანი ადგილია უდაბნოში. მაგრამ გიფიქრია ოდესმე, საიდან გაჩნდა წყალი ამ უწყლო ადგილას? ოაზისი მიწისქვეშა წყლით ირწყვება, ჭებიდან, რომლებსაც ადამიანები თხრიან. 

ოაზისი იმიტომაა ასე მშვენიერი და მიმზიდველი, რომ გარშემო ცხელი და უნაყოფო უდაბნო აკრავს. განა რომელიმე მგზავრი იტყვის უარს ასეთ ადგილას მოსვენებისგან და დაწყურებისგან?

შემთხვევით როდი ხარ იქ, სადაც ხარ. შენ ოაზისი ხარ, შენი წყაროს სათავე კი ღვთის მყოფობაა. ამას ბიბლია გვეუბნება:

„წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სურვილს გვალვებში, შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყლის სათავე, რომლის წყლებიც არ დაიშრიტება“ (ეს. 58:11)

შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან კოლეგა შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, რომელიც ცხელ და უწყლო უდაბნოს ჰგავს. ღმერთი თავისი სიცოცხლით გავსებს, და შენ ამ ადამიანთა კურთხევად უნდა იქცე, ისე, როგორც ოაზისი უდაბნოში.

განამტკიცე შენი ურთიერთობა ღმერთთან, გულისყური მიაპყარი მის ხმას. ჩაიძირე მის სიტყვაში, რათა მისი სიყვარულით აივსო. 

შენთან მშვიდობას და ჭეშმარიტებას მოწყურებულები მოვლენ და შენ მათ სიყვარულის ღმერთზე და სიცოცხლის დაუშრეტელ წყაროზე მოუყვები. 

მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, შენი ხმა გამაგონე და შენი სულით ამავსე. დაე, ყოველდღე იდინოს ჩემში შენმა სიცოცხლემ, რათა შენით, შენი სიყვარულით და შენი წყალობით ავივსო, რათა სხვათათვის კურთხევად ვიქცე. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.