
ორქიდეა ერთ-ერთი ულამაზესი და უნაზესია ყვავილია. ორქიდეა ყვავილობს და თანდათან ყვავილებს კარგავს, სანამ მხოლოდ მწვანე შიშველი ღერო არ დარჩება. თითქოს მან სამუდამოდ დაკარგა თავისი ხიბლი და სილამაზე. მაგრამ თუკი ღეროს სწორად მოვჭრით, მალე ორქიდეა კვლავ აყვავილდება.
ის, რაც დღეს კატასტროფად გეჩვენება, მომავალში სასწაულად იქცევა! ისევე, როგორც ერთი შეხედვით ყვავილდაკარგული ორქიდეა ყვავილობის უნარს ინარჩუნებს, შენი საოცარი პოტენციალი მუდამ ღვთის ხელთ რჩება. მან, ვინც შენ შეგქმნა, იცის, რა მოკვეთოს და სად ჩამოჭრას. ზეციერმა მებაღემ იცის, როგორ მოიქცეს, რომ შენ გაიზარდო, ნაყოფი გამოიღო და კურთხევის უხვ წყაროდ იქცე!
შენ ღმერთს მიენდე და ის მოგიწოდებს, ყოველი დღე მადლით გაატარო და გამარჯვების ცხოვრებით იცხოვრო! შენ ღმერთს ეკუთვნი, ამიტომ ის შენთზე ყოველდღე ზრუნავს. მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რის წინაშე აღმოჩნდი, – ის ხვალისკენ წაგიყვანს; ეს ღვთის იარაღია, რომლითაც ღმერთს სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ, – განზომილებაში, სადაც ყოველდღე და ყოველ ნაბიჯზე სასწაული გელის!
სასწაულის დრო ახლოსაა!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს