
მთავარი | დაინახე სასწაული | „საქმეების ჩამონათვალი“ იესოს მიანდე!
„საქმეების ჩამონათვალი“ იესოს მიანდე!
ყველა ჩვენგანს აქვს აუცილებლად შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალი, ზოგს წერილობითი ფორმითაც. ამგვარ ჩამონათვალში შეიძლება იყოს პროდუქტების შეძენა, შვილის ვარჯიშზე მიყვანა, ექიმთან ვიზიტი და ა. შ. ჩვენი დღეები გაუთავებელი საქმეებისგან შედგება. მაგრამ ნახე, რას გვეუბნება ბიბლია დღევანდელ დღეზე:
„ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!“ (ფსალმ. 117:24)
ეს დღე, როგორც მრავალი სხვა, ღმერთმა გაჩუქა. შენი გადასაწაყვეტია, მას როგორ გაატარებ. შენი არჩევანის მიხედვით, ეს დღე ან ღმერთთან დაგაახლოებს, ან მას დაგაშორებს.
სწორედ ახლა, ამ წუთას, არჩევანის დრო დადგა. ჰკითხე უფალს, რა მიზანი აქვს შენთვის. შესაძლოა, ეს ისეთი რამ იყოს, რაც სულაც არ გსურს, მაგრამ დამიჯერე: ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ შეიქმს.
ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ეს დღე შენ მაჩუქე. დღეს ვილხენ და ვიხარებ – დღესაც და ხვალაც, მიუხედავად იმისა, რა მელის. მწამს და ვაღიარებ, რომ შენ ყველაფერს ჩემს სასიკეთოდ აკეთებ და სიხარულით დავემორჩილები შენს ნებას. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს