
„ ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოან. 13:35)
შეგიძლია სთხოვო ღმერთს, რომ თავისი გული მოგცეს?
აღასრულე მისთვის დიადი საქმეები, ჩაიდინე გმირობა ღვთის სახელით, აუწყე სახარება, მოიმოწაფე ყველა ხალხი და მთავარი გახსოვდეს: სიყვარულით იცხოვრე.
თუკი სიყვარულით ცხოვრობ, ის, რაც ღმერთმა შენს გულში დათესა, გამოიღებს ისეთ ნაყოფს, რომელიც შენს შემეცნებას აღემატება. ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო! მომეცი ძალა, რომ ჩემს ყველა საქმეს სიყვარული ახლდეს. მის გარეშე მე ხომ არარაობა ვარ (1 კორინთ. 13)! უფალო, მომეცი შენი გული. შენი სახელით, ამინ!“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს