7.4

მთავარი | დაინახე სასწაული | სულიწმიდის სასწაული…

სულიწმიდის სასწაული…

მოციქულთა საქმეების წიგნის მეორე თავი სულთმოფენობის სასწაულის შესახებ მოგვითხრობს: საქმეთა 2 თავი.

იმ დღეს რამდენიმე სასწაული მოხდა, რომელთა მოხდენა ღმერთს შენს ცხოვრებაშიც სურს: 

  • იესოს დაპირებისამებრ, მოწაფეებმა სულიწმიდა მიიღეს (იხ. საქმე 1:8). უფალი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ირწმუნე მისი დანაპირები, რადგან, როგორც ბიბლია გვასწავლის, ის უსათუოდ შესრულდება (იხ. აბაკ. 2:3)
  • ძლიერი ქარი, რომელმაც იმ დღეს მთელი სახლი აავსო, დღეს შენს ცხოვრებაშიც შემოიჭრება. 
  • იმ დღეს მოწაფეებზე ცეცხლის ენებმა დაივანა. მჯერა, რომ დღეს სულიწმიდა შენს ცხოვრებაში ახალ ცეცხლს ანთებს. 
  • ისინი სულიწმიდით აივსნენ. შენ ღვთის შვილი ხარ, ამიტომ მისი სული მუდამ შენშია. მაგრამ მას სურს, რომ შენ ამ სულით აივსო. უფალი ამას დაგპირდა.
  • მათ უცნობ ენებზე იწყეს ლაპარაკი. სულიწმიდა ახალ ენაზე ლაპარაკის ნიჭს გაძლევს და აქამდე შეუძლებელი საქმეების აღსრულებაში გეხმარება. 
  • პეტრე დიდი გაბედულებით ქადაგებდა სახარებას. სულიწმიდა გამბედაობას გაძლევს, რათა მისი მოწმე გახდე (იხ. საქმე 1:8). ღმერთი არა სიმხდალის სულს გვაძლევს, არამედ ძლიერების. (იხ. 2 ტიმ. 1:7).
  • ადამიანები ღვთის საოცარ სიტყვას მშობლიურ ენაზე ისმენდნენ. ღმერთს სურს, რომ სახარების უმშვენიერესი გზავნილი გასაგები იყოს მათთვის, ვინც შენ გარშემოა. 
  • იმ დღეს სამი ათასი ადამიანი მოინათლა. დიახ, შენში მოქმედი სულწმიდის ძალით ღმერთს იმის მოხდენა შეუძლია, რაც არ გითხოვია და ფიქრადაც არ მოგსვლია.  (იხ, ეფეს. 3:20)

დღეს შენს ცხოვრებაში სულთმოფენობის დღესასწაული ხდება. 
მოდი, ერთად ვილოცოთ: „სულო წმინდაო, დღეს შენს ქროლას ვგრძნობ და შენით აღვსება მსურს. ველი ნიჭებს, რომლებსაც შენ მომცემ. მომფინე შენი ნათელი. გმადლობ, რომ შენი სიტყვის საქადაგებლად ენა და გაბედულება მომეცი. მოახდინე ჩემს ცხოვრებაში ის, რაც არ მითხოვია, რაც ფიქრადაც არ მომსვლია. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.