9.12

მთავარი | დაინახე სასწაული | სურს თუ არა ღმერთს, რომ ჩვევები შეიცვალო?

სურს თუ არა ღმერთს, რომ ჩვევები შეიცვალო?

არის სასარგებლო ჩვევები, რომელთა მეშვეობით ჩვენს ცხოვრებას ვაწესრიგებთ, ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და ა. შ. თუმცა ხშირად ეს სიტყვა უარყოფით კონტექსტში გამოიყენება – მავნე ჩვევა, ანუ ის, რაც ჩვენ ან გარშემომყოფებს ავნებს და ზიანს აყენებს. არის ჩვევათა მესამე სახეც, რომლებიც არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ უსარგებლოა. ანუ ყოველდღე დაუფიქრებლად, მხოლოდ ჩვევის გამო, სრულიად უსარგებლო და აზრსმოკლებულ  მოქმედებას ვასრულებთ.  

დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან ეკლესიამდე ერთი და იმავე მარშრუტით დავდიოდი. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ პარალელური ქუჩა უფრო მოკლეა და მასზე ნაკლები მანქანა მოძრაობს. შედეგად ეკლესიამდე მისასვლელად ნაკლები დრო დამჭირდა. ამდენი ხანი მარშრუტის შეცვლა უბრალოდ აზრად არ მომსვლია. 

დაფიქრდი ამგვარ ჩვევებზე, შეცვალე და ღმერთთან ურთიერთობის შეცვლასაც შეძლებ, უკეთ ილოცებ, უფრო დაუახლოვდები მას. 

დღეს შენი განახლებისთვის ვლოცულობ. წაიკითხე ეს დამოწმებები და დაფიქრდი, რა ჩვევების შეცვლა გმართებს. 

  • „გმადლობთ იმ თანადგომისთვის, რომელიც ჩემი ცხოვრების მძიმე დროს გამიწიეთ. მზად ვიყავი, ხელები ჩამომეშვა. თქვენ დამანახეთ, რომ ყოველი ახალი დღე მართლაც კურთხევაა, მთავარია, თვალი გაახილო და ამ კურთხევას გული გაუხსნა. ღმერთს ჩემი წარმატება სურს და მეც მისი სურვილისამებრ ვიმოქმედებ“. “
  •  „სამი წელი არც ვლოცულობდი, არც ღვთის სიტყვას ვკითხულობდი. იმიტომ კი არა, რომ რწმენა დავკარგე. უბრალოდ ცხოვრებისეულ ორომტრიალში უმნიშვნელოვანესისთვის დროს ვერ ვპოულობდი.  მერე მეგობარმა „დაინახე სასწაული“ გამიზიარა . თანდათან მივხვდი, როგორ მაკლდა უფალთან ურთიერთობა, მისი სიტყვა, რომელიც ოდესღაც ასე ადვილად დავთმე. ახლა კვირაში ერთხელ მაინც დავდივარ ეკლესიაში და ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ უფალს მადლობას და დიდებას ვუძღვნი“. 

პავლე მოციქულის სიტყვებით მოგიწოდებ: “და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2)

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.