7.25

მთავარი | დაინახე სასწაული | სუფრა გაშლილია

სუფრა გაშლილია

„გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე“ (ფსალმ. 22:5).

ერთხელ ღმერთმა სატანას ჰკითხა: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი?” (იობ. 1:8).

ღმერთი ამაყობდა ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იობით. ეშმაკს შეშურდა, განრისხდა და იობს მრავალი განსაცდელი მოუვლინა, ყველაფერი წაართვა. წაართვა ჯანმრთელობაც. 

მაგრამ ღმერთმა აღადგინა იობი და გაუორმაგა ის, რაც განსაცდელამდე ჰქონდა (იხ. იობ. 42:10).

წარმოგიდგენია, როგორ გაცეცხლდა სატანა?!  იქნებ, უფალმა უთხრა: „სატანავ, ცილისმწამებელო! შენ დამარცხდი, იობმა კი გაიმარჯვა. მე გავაწყვე მისთვის ტაბლა მის მტერთა წინაშე!“ (იხ. ფსალმ. 22:2).

მთელი გულით მწამს, რომ ღმერთს თავის შვილთა აღდგენა და კურთხევა სურს. დიახ, ის ამზადებს შენთვის ნადიმს შენს მტერთა თვალწინ. და ამ ნადიმზე შენ ვერაფერი შეგაშინებს, არაფერი გემუქრება, რადგან მისი კურთხევა გფარავს. 

მარცხი და ტკივილი წარსულს მიეცემა, რადგან იესო განუგეშებს, განგკურნავს, ცრემლს შეგაშრობს და შენს ცხოვრებას განაახლებს. დაფიქრდი: იობმა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალმა მას ნუგეში მისცა და დანაკარგი ორმაგად აღუდგინა.  

მიუჯექი სუფრას, რომელიც ღმერთმა  შენს მტერთა თვალწინ შენთვის გააწყო. ის არასდროს მოგაკლებს საზრდოს და კურთხევას, მუდამ აგავსებს თავისი სიხარულითა და მშვიდობით. შედი უფლის მყოფობაში და მის სუფრას მიუჯექი.

დამოწმება: „ახლახან სარძევე ჯირკვლის მეოთხე სტადიის სიმსივნე დამიდგინდა. გულს არ ვიტეხ, მხნედ ვარ და აქტიურ ცხოვრებას ვაგრძელებ, რადგან ვიცი: იესოს ჩემს ცხოვრებაში სასწაულის მოხდენა შეუძლია. გმადლობთ თქვენი მსახურებისთვის. თქვენი სიტყვები იმედს მაძლევს და განკურნებაში მეხმარება. ილოცეთ ჩემთვის, იმისთვის, რომ უფალმა ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოახდინოს“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.