
მთავარი | დაინახე სასწაული | უთქვამთ შენთვის: „შენ არაფერი გამოგივა“?
უთქვამთ შენთვის: „შენ არაფერი გამოგივა“?
ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ სკოლაში გატარებულმა წლებმა მათ ფსიქიკას წარუშლელი დაღი დაასვა და რომ ამ გამოცდილების დავიწყებას ისურვებდნენ. სამწუხაროდ, დღესაც ჩვენი განათლების სისტემა არ ითვალისწინებს ისეთ რამეს, როგორიცაა მოსწავლეთა გამხნევება და დადებითი მოტივაცია..
ამის ნაცვლად გვაქვს შეფასების ხისტი სისტემა და საყვედურები: „საკმარისად არ მოინდომე“, „შენგან არაფერი გამოვა“, „საამისო უნარი არ გაგაჩნია“.
ღმერთი სულ სხვა რამეს გეუბნება. მას უსმინე.
ღმერთი გეუბნება: „შენ ყველაფერი შეგიძლია; შენ ბრწყინვალე შესაძლებლობები და უნარები გაქვს; შენში ეჭვი არ მეპარება. შენ ხომ უკვე ბევრი დაბრკოლება გადალახე. მე კი მუდამ შენთან ვარ“.
ჩემო მეგობარო! უფლის სიტყვებს უსმინე, ამით გამხნევდი და ყველაფერს შეძლებ.
გაიმეორე ის, რაც ღმერთმა გითხრა: „მე ყველაფერი შემიძლია; მე ბრწყინვალე შესაძლებლობები და უნარები მაქვს; ღმერთს ჩემში ეჭვი არ ეპარება. მე ხომ უკვე ბევრი დაბრკოლება გადავლახე. ღმერთი კი მუდამ ჩემთანაა“.
მოდი, ამ დილას United Pursuit-ის მშვენიერ სიმღერას, “Simple Gospel“-ს მოუსმინე:
„უფალო, დამარცხვინეს. მითხრეს, რომ არაფრის მაქნისი ვარ, მითხრეს, რომ არაფრად ვღირვარ. მაგრამ შენ აქ ხარ, ჩემთან, მტვრიდან ამოგყავარ და მეუბნები, რომ მე და შენ სიცრუე ვერ დაგვაშორებს“.
კურთხეული იყოს შენი დღე!
დამოწმება: „გაორებული ვიყავი: მწამდა, მაგრამ თავს უღირსად ვთვლიდი და ლოცვა არ შემეძლო. არადა მოსანანიებელიც ბევრი მქონდა და სათხოვარიც. ახლა სულ სხვაგვარად ვფიქრობ და ვგრძნობ. დანაშაულის გრძნობა გაქრა და ვიცი, რომ საუკეთესოს ვიმსახურებ. იმიტომ კი არა, რომ უცოდველი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს ვუყვარვარ, მისი ნებით, გარკვეული მიზნისთვის გავჩნდი. ახლა ვიცი: იმისთვის, რომ ქრისტესთან ერთად ვიარო, ლოდინი, სპეციალური ცოდნის შეძენა და უნარების გამომუშავება არ მჭირდება. მთავარია დავიწყო და იმას, რაც მაკლია, ღმერთი უზრუნველყოფს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს