10.21

მთავარი | დაინახე სასწაული | უპირობოდ მიენდე მას!

უპირობოდ მიენდე მას!

ზოგჯერ გეჩვენება, რომ უფსკრულის პირას დგახარ. არც უკან დასახევი გზა გაქვს. უფსკრულის მეორე მხარეს უსაფრთხო ადგილია, მაგრამ ის ძალზე შორსაა. და შენ ფიქრობ: რომ გადავხტე, მივწვდები? მე ხომ ასე დაუძლურებული ვარ“.

ღმერთი გეუბნება: „გადახტი!“ 

გადავხტე?!

განა ღმერთმა არ იცის, რომ უფსკრულის მეორე მხარე შორსაა, მე კი ძალაგამოცლილი ვარ?

მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი მაინც გეუბნება: „გადახტი!“ 

შენ სხვა გზა არ გაქვს. უფალს მიენდობი, უკანასკნელ ძალებს იკრებ და ხტები! 

მანძილი მართლაც დიდია და შენ გრძნობ, რომ მას ვერ გადალახავ, რომ უკვე ძირს ეშვები!

მაგრამ უცებ შენი ფეხი რაღაც მყარს ებჯინება. ნისლით დაფარულ უფსკრულში მაღალი კლდე  ვერ შენიშნე. სწორედ ამ კლდის მეშვეობით შენ მშვიდობით გადადიხარ მეორე მხარეს. 

ჩემო მეგობარო! ამ ალეგორიით შენთვის იმის შეხსენება მინდა, რომ ღმერთს უნდა მიენდო. მას შენთან დაკავშირებული გეგმაც აქვს და ამ გეგმის განხორციელების საშუალებებსაც გაძლევს. გახსოვდეს: იესო შენი კლდეა. 

ენდე მის სიტყვას, ენდე მის აღთქმას. ღმერთი არასდროს მიგატოვებს. დღეს ღმერთი ძალას მოგცემს და შენ ყველაფერს დაძლევ.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.