
ალბათ ზოგჯერ მეგობრებს წერილებს უგზავნი, არა? რა სასიხარულოა მეგობრის სიტყვების წაკითხვა! მეგობრები ხშირად საფოსტო ყუთის გახსნას მოგვიწოდებენ.
მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ხარ! ჩემთვის ეს დიდი პატივია. მახარებს იმაზე ფიქრი, რომ იქნებ შენ ახლა ამ სიტყვებს კითხულობ. მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადო მადლობა!
იმ დროს, როცა შენ ამ რამდენიმე აბზაცს კითხულობ, მე ვლოცულობ, რომ ჩვენმა განსაკუთრებულმა ურთიერთობამ, რომელსაც „დაინახე სასწაული“ ქმნის, დიდებული ნაყოფი გამოიღოს და შენი ცხოვრება კურთხევით აავსოს!
მინდა გაგიზიარო რამდენიმე მეგობრის წერილი.
- თქვენი და „დაინახე სასწაული“-ს საშუალებით ღმერთი ჩემს ყოველდღიურ ლოცვებს პასუხობს. დილით ჩემს საფოსტო ყუთს ვხსნი და ვამბობ: „ღმერთო, მიპასუხე?“. და ძალიან ხშირად ვიღებ პასუხს.
- თითქოს ღუღუნა მტრედი მოფრინდა და ჩემი ფანჯრის რაფაზე დაჯდა! ეს წერილები ჩემს იმედს აძლიერებს. მე მათ ყოველდღე ველი!
- „დაინახე სასწაული“ მაჩვენებს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ღმერთი იყენებს ყოველ სიტუაციას, ყოველი გარემოების თითოეულ დეტალს იმისთვის, რომ მიმიყვანოს მიზნამდე.
უფალი იესო, შენი მეგობარი, შენზე ყოველდღე ზრუნავს. ის ერთგული, ალერსიანი მეგობარია, რომელსაც უნდა მიენდო. ის შენ ყველაზე უკეთ გიცნობს. შეიძლება მარტო იყო, მაგრამ ქრისტე შენი მეგობარია, რომელსაც უყვარხარ და ამას ყოველდღე გახსენებს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს