
„ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი“ (ფსალმ. 22:6).
იესოს შენთვის სიკეთე სურს. მას უნდა, რომ მისი სიკეთით აღივსო, რომ კურთხეული იყო, იხარო და წარმატებას მიაღწიო.
იესოს შენთვის წყალობა სურს. იგი ყოველივეს მოგიტევებს, თავის მადლს, სიცოცხლეს და მშვიდობას გაძლევს.
- შენ, ღვთის მოყვარულს, უფალი მოგიწოდებს და წყალობას გპირდება: „ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ“ (რომ. 8:28).
- შენ ნეტარი ხარ, რადგან შენთვის ბოძებულ წყალობას გასცემ: „ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან“ (მათ. 5:7).
„ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი“.
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მოწყალენი, რადგან უფლისგან წყალობა მოგვეცა. მოდით, გულმოწყალენი ვიყოთ, რადგან „წყალობა აღემატება მსჯავრს“ (იაკ. 2:13).
დამოწმება: „ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სიბნელეში ვიარე. ოთხი წლის წინ კი უფალი ვიწამე და მას მერე იესო ქრისტეს ნათელში დავდივარ. არ დამვიწყებია, როგორი ვიყავი უწინ. ხშირად მიპყრობდა უიმედობა, გამოუვალობის გრძნობა, ბრაზი, შური… უფალმა თავისი უდიდესი წყალობით ამ დამანგრეველი გრძნობებისგან გამათავისუფლა“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს