10.5

მთავარი | დაინახე სასწაული | უფალი სულს დაგიწყნარებს

უფალი სულს დაგიწყნარებს

„სულს დამიწყნარებს” (ფსალმ. 22:3).

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ეს მუხლი, განვიხილოთ ებრაული ზმნა „shuv“, რომელიც წმინდა წერილის ჩვენ მიერ ციტირებულ მუხლში თარგმნილია როგორც „დაწყნარება“. ზმნა „shuv“ ასევე დაბრუნებას, მოქცევას ნიშნავს. 

გავიხსენოთ წმინდა წერილის რამდენიმე მუხლი, რომელშიც სხვადასხვა ფორმით ეს ზმნა გვხვდება:

  • „შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“ (დაბ. 3:19).
     
  • „და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს“ (რჯლ. 30:2).
  • „მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე“ (ოს. 14:2).

ჰო, უფალი გიხმობს, მას შენი დაბრუნება სურს, რათა სული დაგიწყნაროს! ის ახლა, სწორედ ამ წუთს შენს ცხოვრებაში მოქმედებს.

დღეს ყველას სადღაც მიეჩქარება: სამსახური, კარიერა, ამბიციები, შორს მიმავალი გეგმები… დაივიწყე ეს ყველაფერი რამდენიმე წუთით და თვალი უფალს მიაპყარი. ცხოვრების ორომტრიალი გიხმობს, შენ კი უფალს შეხედე და უბრალოდ ისუნთქე.

დამოწმება: „სულ ცოტა ხნის წინ ჩემი დილა აურზაურით იწყებოდა: ელ-ფოსტის შემოწმება, ჩაცმა-მოწესრიგება, ნაჩქარევი საუზმე და სამსახურში გაქცევა. ახლაც იგივე ვაკეთებ, მაგრამ აუჩქარებლად და შფოთის გარეშე. საქმე ისაა, რომ თქვენი წერილების კითხვა დავიწყე და ახლა ჩემი დილა ამით იწყება. თქვენს გზავნილს ვკითხულობ, თქვენთან ერთად ვლოცულობ და ცოტაოდენ დროს წმინდა წერილის კითხვასაც ვუთმობ. მერე ისევ იმას ვაკეთებ, რასაც უწინ, თუმცა მშვიდად და აუჩქარებლად, რადგან ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში უფალი მოქმედებს“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.